| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Google -მა ახალი აპლიკაცია Allo გაუშვა, მესიჯერი, ვირტუალური დამხმარეთი და სწრაფი პასუხების სისტემით.
ფუნქციონალურად Allo ბევრი რამით ჰგავს WhatsApp-ს, Viber-ს თუ Telegram-ს - აპლიკაციას შეუძლია გააგზავნოს შეტყობინება, სტიკერები, ფოტოები, შექმნას ჯგუფური ჩათი და ა.შ.
პროგრამას შეუძლია გააანალიზოს შემოსული შეტყობინებები და კონტექტის გათვალისწინებით მომხმარებელს სწრაფად შესთავაზოს პასუხის ვარიანტებიც. აღინიშნება, რომ Allo სწავლობს მომხმარებლის მანერას და შესაბამისად არჩევს შეთავაზებულ რეპლიკასაც.
Allo-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ჩანართი - ვირტუალური ასისტენტი - Google Assistant, მისი გამოძახება შესაძლებელია ბრძანებით @google , ან სპეციალური ღილაკის მეშვეობით ხმოვანი შეტყობინებით. ასისტენტს შეუძლია მოძენოს ინფორმაცია ქსელში, შექმნას ვიდეო და ა.შ.
ამჟამად, Virtual Assistant-თან კონტაქტი მხოლოდ ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss