ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჰაიდელბერგცემენტი კასპის სკოლების მოსწავლეებს ბრენდირებულ სასკოლო ნივთებს გადაცემს
21 სექტემბერი, 2016, 11:04
ჰაიდელბერგცემენტი კასპის სკოლების მოსწავლეებს ბრენდირებულ სასკოლო ნივთებს გადაცემს

თბილისი (GBC) - კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“  კასპის ყველა სკოლის მოსწავლეებს ბრენდირებულ სასკოლო ნივთებს გადაცემს.

მენეჯმენტის ცნობით, კომპნია სამომავლოდაც აპირებს კასპსა და რუსთავში სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი კონკურსების, ტრენინგების და საინფორმაციო პრეზენტაციების ჩატარებას, ასევე ქარხანასა და კარიერებზე მათთვის ექსკურსიების მოწყობას და ხეების დარგვას. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება ბავშვების დაინტერესებას კომპანიის საქმიანობითა და იმ ტექნიკური დარგებით, რომლის სპეციალისტებიც მას სამომავლოდ დასჭირდება.

„ჰაიდელბერგცემენტმა“ ადრეც ჩადო ინვესტიციები ტექნიკურ განათლებაში, დაასპონსორა რა რუსთავის ტექნიკური უნივერსიტეტი და დააფინანსა 100-ზე მეტი სტუდენტის სწავლების საფასური.

შეგახსენებთ, „ჰაიდელბერგცემენტი“ აგრეგატების წარმოების აღიარებული ლიდერია გლობალურ ბაზარზე. კომპანია ასევე ცემენტის, ბეტონისა და სხვა სამშენებლო აქტივობების მოწინავე მოთამაშეა, რაც მას სამშენებლო მასალების უმსხვილეს მწარმოებელს ხდის. კომპანიის კუთვნილ 2500 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63 000 თანამშრომელია დასაქმებული.

ადგილობრივ დონეზე „ჰაიდელბერგცემენტი“ წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე.

კომპანია 2006 წლიდან საქმიანობს საქართველოში და 700 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. 

 კომპანია ცემენტითა და ბეტონით ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს საქართველოში და დასაქმებული ჰყავს 1200-ზე მეტი ადამიანი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები