| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩა N163-თან, სამგორის სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე, წყალსადენის 500 მმ-იან მაგისტრალურ ქსელზე აღდგენით-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს 21 სექტემბერს, 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს: სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის I, II, III მიკრორაიონებს.
კომპანიის ცნობით, გათიშვის არეალში არსებული ყველა სასწავლო დაწესებულება, ცისტერნების მეშვეობით, წყალით უწყვეტად მარაგდება.
წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, 15:00 საათიდან სრულად აღდგება.
წყლის შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკის, ვებგვერდისა და ონლაინ ჩათის მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების მოკლე დროში დაასრულოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss