| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „ვისოლ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ დაწესებულ ჯარიმაზე მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დასრულდება.
ფხაკაძის განცხადებითვე, ასეთი ტიპის დავები სასამართლოში დიდი ხანის განმავლობაში ჭიანურდება და შესაბამისად, ორივე მხარისთვის უმჯობესია შეთანხმება დროულად შედგეს.
ამასთან, ფხაკაძე იმასაც აღნიშნავს, რომ საჭიროა ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებზე შეთანხმება.
შეგახსენებთ, რომ საუბარია კონკურენციის სააგენტოს მიერ საწვავის ბაზარზე მოქმედი კომპანიებისთვის, 2015 წლის ივლისში დაწესებულ 55 მლნ ლარიან ჯარიმაზე.
სააგენტომ ბაზრის კვლევის შემდეგ განაცხადა, რომ 2008-2014 წლებში ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის კანონი, ხდებოდა იმპორტისთვის ხელოვნური ბარიერების დაწესება, იზღუდებოდა წარმოება და წესდებოდა შეთანხმებული ფასი.
ამ ეტაპზე, კომპანიათა უმეტესობისთვის საქმის განხილვა ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში მიმდინარეობს, გამონაკლისია „სოკარი", რომელიც პირველ ინსტანციაში გამტყუნდა და ახლა, 14 მილიონიანი ჯარიმის გაუქმებაზე დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს. პროცესი 21 სექტემბერს იწყება, კომპანიის უფლებებს საერთაშორისო საადვოკატო კომპანია DLA Piper იცავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss