| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – "რესპუბლიკას" გენერალური დირექტორის მოადგილე რამაზ კუკულაძე ფრანგულ ჯგუფში რჩება.
შეთავაზება ტოპ-მენეჯერმა Societe Generale -სგან მიიღო, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა უმსხვილესი საბანკო ჯგუფის ისტორიაში, რომელიც 5 კონტინენტზეა წარმოდგენილი.
ბანკირი „რესპუბლიკას“ 2011 წლიდან მართავს და ბანკის სტრატეგიული მიზანიც- 2015 წლისთვის „საქართველოში ყველაზე სასურველი ბანკი" გამხდარიყო, იმ დროისთვის განისაზღვრა.
სებ-ის სტატისტიკით, ბანკი წლების განმავლობაში მომგებიანობის ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს (ROA: ROE) სტაბილურად ინარჩუნებს.
როგორც იცით, „ბაზისბანკთან“ შერწყმაზე მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე, თიბისის მიერ ამ აქტივის შეძენის გადაწყვეტილებაზე გახდა ცნობილი.
ბანკის დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა, რომლის წარმატებული გარიგებაა 2006 წელს საქართველოს ბაზარზე Societe-ს შემოყვანა, მაესტროზე („ბიზნესკონტაქტი) განაცხადა, რომ ამას წინ ვერ აღვუდგებით.
მსოფლიო საბანკო რუქაზე ვექტორები 2008 წელს შეიცვალა და საქართველოდან ჯგუფის გასვლაც გლობალური სტრატეგიის ნაწილია.
თუმცა მარეგულირებელმა უნდა იზრუნოს უმსხვილესი საბანკო ჯგუფებისთვის დერეფნის მოწყობაზე. უნდა იმუშაოს რომ ბაზარზე გაჩნდეს ასეთივე მოთამაშეები.
ლაშა პაპაშვილი უახლოეს მომავალში ბაზარზე ცვლილებებს არ ელის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss