ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოში ლატარიის ჩატარების ექსკლუზიური უფლების მოპოვებაზე ტენდერი გამოცხადდა 
16 სექტემბერი, 2016, 17:47
საქართველოში ლატარიის ჩატარების ექსკლუზიური უფლების მოპოვებაზე ტენდერი გამოცხადდა 

თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერი გამოაცხადა. 

უწყების ცნობით, ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს.

სატენდერო წინადადებების მიღება მოხდება 2016 წლის 12 დეკემბერს 9:00  საათიდან 18:00 საათამდე.

გამარჯვებულ პრეტენდენტს საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლება გადაეცემა 10 წლის ვადით.

 ტენდერთან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე - www.mof.ge,  ასევე, უშუალო მისამართზე - lottery.mof.ge

საქართველოში ლატარიის გამართვის ექსკლუზიურ უფლებას "საქართველოს ლატარიის კომპანია" ფლობს, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე დიდი დავალიანების გამო ეს უფლება შეუწყდება, მას შემდეგ რაც გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. 

შეგახსენებთ, "საქართველოს ლატარიის კომპანია" ბაზარზე 2009 წელს შემოვიდა. 2011 წლის 9 აგვისტოს, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა „ლექსორ კაპიტალ კორპ"-მა, რომელიც იმ  დრომდე კომპანიის 100%-ს ფლობდა,სახელმწიფოს სასარგებლოდ 70% წილი ოფიციალურად დათმო.

2016 წელს ცნობილი გახდა, რომ კომპანია ვალდებულებებით იყო დამძიმებული. კერძოდ,  2015 წლის  30 სექტემბრის მდგომარეობით კომპანიის აქტივები - 17 596 825  ლარი იყო , ამავე პერიოდისთვის  ვალდებულებების მოცულობა 217 213 829ლარს შეადგენდა, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტის  მიმართ  216 318 937 ლარის  ოდენობით  დავალიანება ფიქსირდებოდა(მ.შ: საურავი  შეადგენს 62 634 927 ლარს). 

ამ წლის დასაწყისში სახელმწიფომ ვალდებულებებით დამძიმებული ლატარიის  კომპანიის საკონტროლო პაკეტი გასაყიდად გამოიტანა, თუმცა მოგვიანებით აუქციონი შეაჩერა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები