ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ხვალ პოლიტიკური დებატები: არჩევნები 2016 - უსაფრთხოების სექტორის რეფორმა გაიმართება  
15 სექტემბერი, 2016, 22:18
ხვალ პოლიტიკური დებატები: არჩევნები 2016 - უსაფრთხოების სექტორის რეფორმა გაიმართება   

თბილისი (GBC) - პარასკევს 16 სექტემბერს, 11 საათზე  „კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ ორგანიზებით სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართება პოლიტიკური დებატები  „არჩევნები 2016 - უსაფრთხოების სექტორის რეფორმა“.

კოალიციის წევრ ორგანიზაციის, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) ცნობით პოლიტიკური დებატების ფარგლებში პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებს წარუდგენენ საკუთარ ხედვას ეროვნული უსაფრთხოების სექტორის განვითარებასა და რეფორმებთან დაკავშირებით.

პოლიტიკური პარტიების ლიდერები განიხილავენ  შემდგომ სამ საკითხს:

ეროვნული უსაფრთხოების სექტორის რეფორმა, მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და დემოკრატიული კონტროლის საკითხები;

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტრანსფორმაციის პერსპექტივები;

საქართველოს თავდაცვის სექტორის რეფორმა, შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ხარისხი და ქართული ჯარის მოდერნიზაციის პერსპექტივები.

 ორგანიზატორთა ინფორმაციით, შეხვედრაზე დამსწრე ექსპერტები ისაუბრებენ უსაფრთხოების სექტორში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე, რეფორმირების საჭიროებაზე და კითხვა-პასუხის ფორმატში დაინტერესდებიან პოლიტიკური პარტიების ხედვებით კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები