| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი გაიმართება, რომელსაც 17 სექტემბერს თბილისი უმასპინძლებს.
ბევრი სახალისო და სამეცნიერო ღონისძიებაა დაგეგმილი. ფესტივალის სტუმრები ჩაერთვებიან სხვადასხვა ექსპერიმენტში, იმოგზაურებენ ცერნის ბირთვული კვლევების ინტერაქტიულ გვირაბში, დაეწრებიან სახალისო სამეცნიერო შოუს ბრიტანელი მეცნიერების მონაწილეობით, ასევე გამოფენებს, პრეზენტაციებს და საჯარო ლექციებს.
ფესტივალი ბავშვებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი, ასევე სტუდენტებისთვის და მკვლევარ-მეცნიერებისთვის.
ფესტივალი 17-23 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება საგამოფენო პავილიონის ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე.
24 ოქტომბერს ვაკის პარკში გადაინაცვლებს, სადაც დამთვალიერებელს სამეცნიერო პიკნიკი დახვდება.
25 ოქტომბერს ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დაიხურება, ვაკის პარკში. ( ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss