| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საბანკო სექტორში ახალი სიურპრიზი მზადდება. „ლიბერთის“ კარგად ნაცნობი ახალი მფლობელები გახდება ცნობილი.
პატარკაციშვილის ოჯახთან აფილირებული, „სტანდარტ ბანკის" მენეჯერების (ირაკლი რუხაძე, გოგა კალანდარიშვილი) „ლიბერთის“ სამეთვალყურეო საბჭოში 2015 წლის ივნისის აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით შევიდნენ, ნოემბერში კი, უკან გავიდნენ.
კონფიდენციალური წყაროს ცნობით, დარჩენის პერსპექტივით მათი დაბრუნების საკითხი უკვე თითქმის გადაწყვეტილია, გარიგება დასკვნით ეტაპზეა.
ჯერ უცნობია გარიგების მოცულობა. სავარაუდოდ ის, თიბისი-რესპუბლიკას რეკორდს ვერ მოხსნის.
ბოლო დავის მასალებით აქციონერები 318 მილიონის ქონების 20-ჯერ იაფად, 15 მილიონად გასხვისებას აპროტესტებდნენ "ევრო ოილზე", რომლის უკან მათი მტკიცებით იდგა "ნიუ ენერჯი"(ერთ-ერთი მფლობელი ცეზარ ჩოჩელი), აქციონერები 2009 წლის ბანკის აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას ეჭქვეშ აყენებენ. საქმე სასამართლოშია.
2009 წელს კი, აქციების გასხვისებამდე აქციონერთა (აქციების 5%-ზე მეტის მფლობელები) სტრუქტურა ასე გამოიყურებოდა: 24,88%-ირინა ჯინჭარაძე, 20,18% - ელენე კოვალენკო, 20,18% -Starcod Resources, 9,61%-ზურაბ გაფრინდაშვილი, 7,21%-ანა აგურევა, 5,91% -თამარ მარშანია.
დღეისათვის ბანკის საკონტროლო პაკეტს "ლიბერთი ჰოლდინგი" ფლობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss