| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ „აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიას“ 1 მილიონ ლარზე მეტი ზარალი აუნაზღაურა.
„ალდაგის“ ცნობით, დეველოპერულ კომპანიას დაზღვეული ჰქონდა კუთვნილი ქონება ( შენობა-ნაგებობის სახით) ასევე, პოლისი ითვალისწინებდა ბიზნესის შეჩერების რისკის დაზღვევას.
2016 წლის გაზაფხულზე, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, მომხდარი ხანძრის შედეგად, მნიშვნელოვნი ზიანი მიადგა კომპანიის კუთვნილ ქონებას, რამაც თავის მხრივ, გამოიწვია კომპანიის საქმიანობის შეჩერება.
მომხდარი ხანძრის შედეგად, შპს „აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიას“, ჯამურად, 1,276,217 ლარის ზარალი მიადგა, რაც ალდაგთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კომპანიას სრულად აუნაზღაურდა.
„ აღსანიშნავია, რომ ეს იყო საკმაოდ რთული და მასშტაბური სადაზღვევო შემთხვევა, რადგანაც მასში ერთიანდებოდა დაზღვევის რამდენიმე სახეობა. ზემოთხსენებული შემთხვევის შედეგად, ქონების დაზიანებით განცდილმა ზარალის ოდენობამ სულ 1,092,868.27 ლარი შეადგინა. ხოლო სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტით გამოწვეული ზარალის ოდენობა კი 210,670 ლარით განისაზღვრა. მიუხედავად, რთული გარემოებებისა, ზარალის დარეგულირება მოხდა უმოკლეს ვადებში, რათა დაზღვეული მხარის ბიზნეს საქმიანობას შეუფერხებლად და ჩვეულ რეჟიმში განეგრძო მუშაობა“, –განაცხადა სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss