| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ანაკლიაში, პორტის ტერიტორიაზე წინასამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
GBC-სთან საუბრისას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს წყალქვეშა გეოლოგიური სამუშაოები, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, ჰოლანდიური საზღვაო-სამშენებლო კომპანია Van Oord-ი ახორციელებს და რომელიც ასევე არის ერთ-ერთი პროექტის ინვესტორი.
„ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში უკვე მუშაობს კომპანიის ორი გემი და მესამე გემი/პლატფორმა გზაშია და უახლოეს დროში ფსკერის სიღრმისეული შესწავლა და ნიადაგის ტესტირება დაიწყება“, - ამბობს ლევან ახვლედიანი.
კომპანიის ტოპ-მენეჯერი ოპერატორთა შესარჩევი ტენდერითაც კმაყოფილია.
„პორტის ოპერატორთა ტენდერი გრძელდება და მასში არაერთი უმსხვილესი კომპანია მონაწილეობს. ძალიან კონკურენტული გარემოა. ამჯერად მიმდინარეობს კანდიდატებთან პირდაპირი მოლაპარაკებები და გამარჯვებული ოპერატორი ოქტომბრისთვის უნდა გახდეს ცნობილი“, - აღნიშნავს ახვლედიანი.
გრძელდება მოლაპარაკებები დაფინანსების მოსაპოვებლად საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან და კერძო ინვესტორებთან/ორგანიზაციებთან. ფინანსების მოძიება წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში ზღვის ფსკერის დაღრმავება 2017 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.
მთლიანად პორტი არის 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროექტი, პირველი ფაზის ფარგლებში დაახლოებით 590 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss