ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ფრანგული სარემონტო ბრენდი BRICORAMA საქართველოში შემოვიდა
მარიამ მინაძე
13 სექტემბერი, 2016, 12:30
ფრანგული სარემონტო  ბრენდი BRICORAMA საქართველოში შემოვიდა

თბილისი (GBC) 15 სექტემბერს, თბილისში ფრანგული ბრენდის, BRICORAMA-ს სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი იხსნება.

პირველი „სითი ფორმატის“ ჰიპერმარკეტი მარშალ-გელოვანის გამზირზე 77 ნომერში გაიხსნება და 6 000 კვ.მ.-ზე 30 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი.

ჰიპერმარკეტის ძირითადი მიმართულებებია სამშენებლო და სარემონტო მასალები, ელექტროობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალა, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, ეზოს ავეჯი, ეზოსა და ბაღის მოვლისა და მოწყობის საშუალებები, დეკორაცია და ა.შ.

ჰიპერმარკეტი თბილისში ფრანგულის ზუსტი ანალოგია, ამისათვის კი, კომპანიამ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

BRICORAMA-ს მფლობელი ბრენდი BRICORAMA Caucasus-ი „სითი ფორმატის“ ჰიპერმარკეტის გახსნის შემდეგ გაფართოებას გეგმავს და ჰიპერმარკეტის გახსნას ბათუმსა და თბილისის შემოგარენში აპირებს.

BRICORAMA-მ პირველი მაღაზია 1975 წელს საფრანგეთში გაიხსნა და დღეს ის ევროპის მასშტაბით უკვე 200-ზე მეტი ჰიპერმარკეტის მფლობელია.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები