ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მამუკა ხაზარაძე: თიბისი კიდევ 1 ბანკს შეიძენს
ნინო შუბითიძე
12 სექტემბერი, 2016, 16:52
მამუკა ხაზარაძე: თიბისი კიდევ 1 ბანკს შეიძენს

თბილისი (GBC) - თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე "ბანკ რესპუბლიკასა" და "პროგრეს ბანკის" აქტივების გარდა, კიდევ ერთი ბანკით დაინტერესებაზე აცხადებს. 

ორშაბათის პრესკონფერენციაზე  ბანკის სახელი და ზომა საიდუმლოდ დარჩა, თუმცა ხაზრაძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. 

რაც შეეხება Societe Generale-სთან მიღწეულ გარიგებას, ბიზნესმენი ამბობს, რომ 2015 წლის სექტემბრიდან დაწყებული მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება შეძლეს, რაც საბანკო სექტორში დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მსხვილი გარიგებაა. 

315 მლნ ლარიდან თიბისი ჯგუფი 70% ნაღდი ფულით გადაიხდის, 30%  კი, ბანკის ახლადემიტირებული აქციებით. 

კიდევ 14 მლნ ლარს გადაუხდის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, "რესპუბლიკაში" არსებული 6,36%-ის სანაცვლოდ. მოლაპარაკებები აქაც აქტიურ ფაზაშია. 

საბოლოოდ კი, გამსხვილებულ თიბისი ბანკში - 83% თიბისის  ექნება, 12% EBRD-ს და 5,4% Societe Generale-ს. 

ხაზარაძემ კადრებზეც ისაუბრა, თქვა, რომ ერთ-ერთი მიმზიდველი ამ გარიგებაში მაღალკვალიფიციური კადრები იყო, რომლებიც გაერთიანების შემდეგ საკუთარ სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ. 

თიბისი ჯგუფის კიდევ ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე კი, მიიჩნევს, რომ გამსხვილება ნიშნავს მეტ შესაძლებლობებს ბანკისა და ქვეყნისთვის, რადგანაც ინვესტორებისთვის  ბანკის ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს.  

"კონკურენციის არ გვეშინია", - აღნიშნავს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები