ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აგვისტოში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი გაიზარდა
12 სექტემბერი, 2016, 12:53
აგვისტოში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი გაიზარდა

თბილისი (GBC) - ხუთ ძირითად საკვები პროდუქტის ჯგუფზე აგვისტოში  ფასების ზრდის მაღალი დონე დაფიქსირდა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ( FAO) ცნობით, აგვისტოში, ბოლო 15 თვის მანძილზე FAO-ს სურსათის ფასის ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

კერძოდ, FAO- სურსათის ფასების ინდექსმა  165.6 ქულა შეადგინა, რაც ივლისის მაჩვენებელზე 1.9 %-ით  მეტია და გასული წლის დონეს თითქმის 7 პროცენტით აღემატება.

ეს ზრდა ძირითადად ყველისა და პალმის ზეთის ფასებმა განაპირობა, ხოლო ხორბლის, სიმინდისა და ბრინჯის ფასები დაეცა.

FAO- ს რძის ფასი ინდექსი თვის განმავლობაში 8.6 პროცენტით გაიზარდა; ეს ადასტურებს ბაზარზე განწყობის შესამჩნევ ცვლილებას, რაც უკავშირდება ევროკავშირში რძის წარმოების შემცირებასა და საექსპორტო მიწოდების პერსპექტივების გამკაცრებას ოკეანიაში.

FAO- ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმა თვის განმავლობაში 7.4 პროცენტით აიწია, რასაც ბიძგი მისცა მომატებულმა პალმის ზეთის ფასებმა; ეს უკანასკნელი გამოიწვია მალაიზიის მიერ მოსალოდნელზე დაბალმა მოსავალმა და ჩინეთის, ინდოეთისა და ევროკავშირის მხრიდან იმპორტზე მოთხოვნის ზრდამ.

FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი, რომელიც თითქმის ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეზე იმყოფება, ივლისიდან 2.5 პროცენტით გაიზარდა და ახლა მისი გასული წლის დონეზე 75 პროცენტით მეტია. გამყარებულმა ვალუტამ ბრაზილიაში, რომელიც მსოფლიოში შაქრის ლერწმის უმსხვილესი მწარმოებელია, მწარმოებლებს სტიმული მისცა, შეეზღუდათ ექსპორტი და ადგილობრივ ბაზარზე მოეხდინათ პროდუქტის რეალიზაცია.

FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი დიდწილად სტაბილური იყო და ივლისიდან მხოლოდ 0.3 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ძროხის ხორცის ფასებმა იკლო. პირუტყვის საკვები მარცვლეულის სიუხვემ აშშ-ში საქონლის ხორცის მიწოდების უწინდელ დონეზე დაბრუნებას ხელი შეუწყო.

FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი, რომელიც მარცვლეული კულტურების ტენდენციებსა და პერსპექტივებს ასახავს, ივლისიდან  3.0 პროცენტით შემცირდა და2015 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 7.4 პროცენტით ნაკლებია.

შეგახსენებთ, FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი, მსოფლიოში საბითუმო ფასს ზომავს სამომხმარებლო კალათაში შემავალი ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე: ხორბალზე, მცენარეული ზეთზე, რძის პროდუქტებზე, ხორცსა და შაქარზე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები