ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
FAO წელს მარცვლეულის არნახულ მოსავალს პროგნოზირებს
12 სექტემბერი, 2016, 12:44
FAO წელს მარცვლეულის არნახულ მოსავალს პროგნოზირებს

თბილისი (GBC) – მსოფლიოში მარცვლეულის მოსავლიანობა უმჯობესდება. 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 2016 წლისთვის მსოფლიოში მარცვლეულის წარმოების პროგნოზი  მნიშვნელოვნად, 2 566 მლნ ტონამდე გაზარდა, რაც ივლისის პროგნოზებს 22 მილიონი ტონით აღემატება.

FAO-ს მიერ გამოქვეყნებული - მარცვლეულის მიწოდების და მოთხოვნის გამოცემის მიხედვით, ზრდა პირველ რიგში გამოწვეულია წელს მსოფლიოში ხორბლის რეკორდულად მაღალი მოსავლის მოლოდინით და ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმინდის მოსავლის ზრდით.

მათი შეფასებით, 2016 წელს საკვები მარცვლეულის გლობალური მოსავალი უნდა შეადგენდეს დაახლოებით 1 329 მილიონ ტონას, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 2.1 პროცენტით მეტია; ეს შეფასება ეფუძნება რამდენიმე ქვეყანაში, განსაკუთრებით აშშ-ში სიმინდის მოსავლის მაღალ პროგნოზს.

ხორბლის მოსავლის პროგნოზი ასევე გაიზარდა 741 მილიონ ტონამდე, რაც ეფუძნება პროგნოზების ზრდას ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ინდოეთსა და რუსეთის ფედერაციაში.

სავარაუდოდ, ბრინჯის წარმოებაც წელს ახალ რეკორდულ ნიშნულს - თითქმის 496 000 ტონას მიაღწევს, რაც განპირობებულია აზიის დიდ ნაწილში ამინდის ხელსაყრელი პირობებით, აგრეთვე იმით, რომ ამერიკელი ფერმერების უმეტესობა შედარებით მიმზიდველი ფასის გამო ამ კულტურის მოყვანაზე გადასვლას არჩევს.

FAO-ს არსებითად არ შეუცვლია მომავალი წლისთვის მსოფლიოში მარცვლეულის მოხმარების პროგნოზი, რომელიც სავარაუდოდ 1.6 პროცენტით გაიზრდება; მასში წამყვანი ადგილი უკავია სიმინდს და გარკვეულწილად დაბალი ხარისხის ხორბალს, რომელიც პირუტყვის საკვებად გამოიყენება.

FAO-ს მარცვლეულით ვაჭრობის პროგნოზმა 2016/17 წლებისთვის თითქმის 9 მილიონი ტონით მოიმატა ხორბლისა და საკვები მარცვლეულის უხვი საექსპორტო შესაძლებლობებიდან გამომდინარე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები