ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი ბანკ რესპუბლიკას 93,64% 315 მილიონად ლარად ყიდულობს
12 სექტემბერი, 2016, 10:37
თიბისი ბანკ რესპუბლიკას 93,64% 315 მილიონად ლარად ყიდულობს

თბილისი (GBC) - TBC Group -ი ბანკ რესპუბლიკას 93,64% -ს 315 მლნ ლარად ყიდულობს. 

ბანკმა ინვესტორებს  აცნობა, რომ Societe Generale-სთან საბოლოო შეთანხმება უკვე მიღწეულია. 

თიბისი აცხადებს, რომ  გაერთიანება არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს საბანკო სექტორში.  დიდი და ძლიერი საფინანსო ინსტიტუტის შესყიდვით, საკრედიტო  ბაზარზე თიბისი წილი  7,3%-ით  35,7%-მდე, დეპოზიტებში 5,3%-ით  34,5 %-მდე გაიზრდება. 

ჯგუფის ცნობით,  ღირებულების 70% გადახდილი იქნება ნაღდი ფულით, საკუთარი სახსრებიდან, ხოლო 30% თიბისის ახლადგამოშვებული აქციებით. 

ამ ტრანზაქციის შედეგად, Societe Generale-ს წილი გამსხვილებულ თიბისი ბანკში  5,4% იქნება, 1 წლის განმავლობაში, რომელის ვადა შესაძლოა შეიცვალოს. 

ამასთან, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები საქართველოში. 

თიბისიმ ასევე შეათანხმა, რომ შეიძინოს ბანკ რესპუბლიკაში EBRD-ის წილიც, 6,36%, გარიგების დასრულება წლის ბოლოს ივარაუდება. 

თიბისიმ ინვესტორებს დაადასტურა ის ინფორმაციაც, რომ მოხდება პროგრესბანკის აქტივების ნაწილის და ვალდებულებების შესყიდვა.   აქტივების ღირებულება 108 მილიონი ლარია, ასევე 108 მილიონი ლარის ღირებულებისაა კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებები, რომელიც თიბისი ხელში გადადის. 

გარიგების პერიოდში თიბისის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი J.P. Morgan-ია,  საერთაშორისო სამართლებრივი მრჩეველი Baker & McKenzie LLP.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები