| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას ბიზნესმენი რომან ფიფია აფასებს.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის პროგრამა იმ საკითხებზეა ფოკუსირებული, რაც ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია.
„მინდა გამოვეხმაურო მთავრობის მეთაურის გიორგი კვირიკაშვილის და მისი გუნდის მიერ წარმოდგენილ საარჩევნო პროგრამას. მის მიერ წარმოდგენილი პროგრამა რომელიც ეფუძნება მთავრობის 4 პუნქტიან გეგმას, ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქესათვის, ბიზნესმენისათვის და პატრიოტისათვის არის მისაღები და მისასალმებელი.
ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარება, სტაბილური ბიზნეს გარემოს შენარჩუნება და ქვეყნის ტერიტორიალური პრობლემების მოგვარება, რაზეც არის ორიენტირებული გაჟღერებული პროგრამა.
დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი კვირიკაშვილის ლიდერობით მომდევნო 4 წელიწადი იქნება უფრო ეფექტური და პოზიტიურად განსხვავებული წინა წლებთან შედარებით“. - ნათქვამია რომან ფიფიას განცხადებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss