ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თემურ ჭყონია: მინდა კვირიკაშვილი იყოს პრემიერი
7 სექტემბერი, 2016, 11:58
თემურ ჭყონია: მინდა კვირიკაშვილი იყოს პრემიერი

თბილისი (GBC) - მთავრობის ერთ-ერთი მწვავე კრიტიკოსი ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შორისაა.

ბიზნესმენის კომპანიებმა მმართველ პარტიას აგვისტოში 60 ათასი ლარი შესწირეს.

"ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერა, მინდა რომ იყოს პრემიერი", - ასე განუმარტა სააგენტო GBC-ს თავად ჭყონიამ. 

ოფიციალური მონაცემებით,  „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ შეწირულობა შეადგენს 30 000 ლარს,  შპს „თ და რ დისტრიბუშენი“ – 15 000 ლარს, შპს. „თ.რ დისტრიბუშენ აჭარა“ – 10 000 ლარს და  შპს „თ.რ დისტრიბუშენ იმერეთი“ – 5 000 ლარს.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში „ქართულ ოცნებას“თანხა 13-მა იურიდიულმა პირმა შესწირა. მათ შორის არიან:  შპს „ჯი-ემ-პი“ – 120 000 ლარი, Georgian Travel Group – 30 000 ლარი, შპს „გაგრა +“ – 120 000 ლარი, შპს „მისო ლიდერ კრედიტი“ – 120 000 ლარი, შპს „პრაიმი“ – 100 000 ლარი, შპს. Dar Building – 100 000 ლარი , შპს „გეოგრანდ ბეთ“ – 100 000 ლარი,  შპს. „ნიუ ჯორჯია - 555“ – 120 000 ლარი და შპს. „ვი-აი-პი +“ – 80 000 ლარი.

 პარტიამ აგვისტოში სულ 5,59 მლნ ლარის შემოწირულობა მიიღო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები