| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – გააგრძელებს თუ არა ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ოთხშაბათს გახდება ცნობილი.
ეკონომიკაში არსებული ვითარებისა და ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით საექსპერტო წრეებში მთავარი განაკვეთის შემცირების მოლოდინი აქვთ, თუმცა კონკრეტული ციფრის დასახელება უჭირთ.
„წლიური ინფლაციის განაკვეთი 0.9%-ია, რაც დაბალია მიზნობრივ განაკვეთთან (5%) შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე ზრდა რთულია, რაც დაბალი ეკონომიკური ზრდიდან და ლარის ფინანსურ რესურსებზე არსებული დაბალი მოთხოვნიდან გამომდინარეობს, ჩვენი მოსაზრებით მოსალოდნელია რეფინანსირების განაკვეთის შემცირება”, - განუცხადა GBC-ს “საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა გივი ადეიშვილმა.
ის მიიჩნევს, რომ განაკვეთის შემცირებამ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ლარის ფინანსური რესურსი, რაც დადებითად აისახება როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე, გარკვეულწილად დოლარიზაციის შემცირებასაც შეუწყობს ხელს.
სებ-ს აღებული კურსის გაგრძელებას ურჩევს ექსპერტი ლევან სურგულაძეც, ამბობს, რომ ფულის გაიაფება და მეტი ფული დღეს ქვეყნის ეკონომიკისთვის აუცილებელია.
შეგახსენებთ, ამ დროისათვის სებ-ის რეფინანსირების განაკვეთი 6,75%-ია. 27 ივლისს ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი 0,25 საბაზისო პუნქტით შეამცირა და განაცხადა, რომ თუკი ეკონომიკაზე მოქმედი სხვა ფაქტორები არ გამოიკვეთა, საშუალოვადიან პერიოდში განაკვეთი 6 პროცენტამდე შემცირდება.
აღსანიშნავია, რომ წელს, მთავარი განაკვეთი 8%-დან 6,75%-მდეა შემცირებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss