ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სსფ: დაგროვილი დღგ-ს ჭარბი კრედიტები   ფისკალურ რისკს უქმნის ხელისუფლებას
5 სექტემბერი, 2016, 18:06
სსფ: დაგროვილი დღგ-ს ჭარბი კრედიტები   ფისკალურ რისკს უქმნის ხელისუფლებას

თბილისი (GBC) - დღგ ჭრილში წარმოქმნილი ზედმეტობის დაბრუნებისას არსებული სერიოზული ხარვეზები შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ადმინისტრაციის სუსტ მხარედ დასახელდა.

სავალუტო ფონდის შეფასებით,  საგადასახადო ზედმეტობის დაბრუნების სისტემის დიზაინისა და ფუნქციონირების ფუნდამენტური ხარვეზები დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) არსს ლახავს.

საგადასახადო სისტემის ტექნიკური შეფასებისას, ეს საკითხი  ყველაზე დაბალი D მაჩვენებლით შეფასდა.

„დღგ -ს დაბრუნების თაობაზე გაკეთებული განცხადებების შეფასება არ ხდება რისკის კრიტერიუმის ბაზაზე; ის გადამხდელები, რომლებსაც კანონთან შესაბამისობის კარგი ისტორია აქვთ, ისევე დამოკიდებულებით სარგებლობენ, როგორც ცუდი ისტორიის მქონე გადამხდელები და ორივე ჯგუფი ერთსა და იმავე დეტალური გადამოწმების პროცესს ექვემდებარება”, - აღნიშნავს სსფ.

ფონდის შეფასებით, გაცილებით მეტ ფუნდამენტურ რისკს წარმოადგენს გაუცემელი დაბრუნებების ძალიან დიდი მარაგი,  რაც დღგ- ს სისტემას რეპუტაციას ულახავს.

სსფ-ს ცნობით,  2015 წლის ბოლოსათვის დაგროვდა მნიშვნელოვნად ჭარბი რაოდენობის დღგ კრედიტები, 1.087 მლრდ  ლარის ოდენობით, რაც პოტენციურ ფისკალურ რისკს უქმნის ხელისუფლებას და იწვევს ეკონომიურ ზემოქმედებას კერძო სექტორზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საგადასახადო სისტემის დიაგნოსტიკური შეფასების გუნდისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მოითხოვენ ბიზნესები დაბრუნებებს, რომლებიც მათ კანონით ეკუთვნით; კანონიერი დაბრუნებების მოთხოვნისაგან თავის შეკავება ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობაში არ ჯდება. ამ ბოლო წლებში არ გადადგმულა რაიმე ნაბიჯი დაგროვილი საკრედიტო ინვენტორის შესამცირებლად.

“დღგ დაბრუნებების სისტემაში არსებული ამ ძირითადი გაუმართაობების ფონზე შეუძლებელია ზედმეტობის გადახდაზე ან მათ კომპენსირებაზე დახარჯული დროის სათანადოდ შეფასება. როგორც ეს ზემოთ იყო აღნიშნული, დღგ საქართველოში ანგარიშფაქტურა-კრედიტი ფუნქციის დანიშნულებას არ ასრულებს და სხვაგვარი ლოგიკით მუშაობს. საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკებისაგან განსხვავებით, სადაც დღგ ზედმეტობის ამსახველი დეკლარაციების მიღებისთანავე ხდება დაბრუნება”, - აღნიშნავს სავალუტო ფონდი.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები