| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - არსებობს რისკი, რომ საპარლამენტო არჩევნებმა შეიძლება პოლიტიკოსების მიერ ეკონომიური რეფორმის განხორციელება ნაკლებ ამბიციური გახადოს”, - მიიჩნევს საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ).
ფონდმა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა საქართველოს საგადასახადო სისტემის ტექნიკური შეფასების ანგარიში კიდევ ერთხელ გაანალიზა და გამოწვევებზეც აღნიშნა.
სსფ მიიჩნევს, რომ გლობალური და რეგიონალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა შეინარჩუნა. სიძლიერე გამოიხატება სასოფლო-სამეურნეო და მინერალური რესურსების სიუხვით, სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობითა და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემით.
ფონდის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკა წელს 3,4%, მომავალ წელს კი, 5%-ით გაიზრდება.
„მოსალოდნელია, რომ ამგვარ გამოცოცხლებას ქვეყნის შიგნით არსებული მოთხოვნები გამოიწვევს, რომლებიც მოხმარებისა და ინვესტიციის ფისკალურ მხარდაჭერას ასახავენ“, - ნათქვამია ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ მძაფრი საგარეო შოკები იწვევს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კლების რისკს.
„საქართველოში ამჟამად მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი (მშპ-სწილობრივად 11.7 პროცენტი 2015 წ.) და მისი საგარეო ვალი დიდი ოდენობის საგარეო დაფინანსებების მოთხოვნას ქმნის. თუმცა დაფინანსება უკვე სტაბილურია, სავალუტო პოლიტიკის ნორმალიზაციამ განვითარებულ ქვეყნებში იგი შეიძლება რისკის ქვეშ მოაქციოს. თუ ევროზონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა დაბალ ნიშნულზე დარჩება, შესაძლებელია ამით ზარალი განიცადოს ექსპორტმა და ფულადმა გზავნილებმა. საგარეო დაფინანსების უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ლარის გაუფასურება, სტაბილურობის კლება, თუ მხედველობაში მივიღებთ საბანკო კრედიტების დოლარიზაციის მაღალ დონეს და უცხოური ვალუტით დომინირებულ საგარეო სესხს“, - მიიჩნევენ გავლენიანი ფონდის ექსპერტები.
შიდა რისკად კი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მიიჩნევა, რის გამოც შეიძლება პოლიტიკოსების მიერ ეკონომიური რეფორმის განხორციელება ნაკლებ ამბიციური გახადოს.
„ამგვარი უარყოფითი რისკების მიუხედავად, არსებობს აგრეთვე უფრო დიდი ეკონომიური შედეგების მიღწევის შესაძლებლობა. საქართველოს ბიზნეს- კლიმატი მიმზიდველია როგორც მსოფლიო, ასევე რეგიონალური სტანდარტებით და ევროკავშირთან 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას უწყობს ხელს. საქართველოს ფუნქციონირებამ დემოკრატიული გარდაქმნების თვალსაზრისით, მას აგრეთვე მიმზიდველს გახდის უცხოელი ინვესტორების თვალში. ნავთობის დაბალმა ფასებმა ხელი უნდა შეუწყოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტისა და ინფლაციის შემცირებას, ისევე როგორც - ეკონომიკის ზრდას“, - მიიჩნევს სსფ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss