ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ჭყონია: თუ 2017 წელსაც იგეგმება Check in Georgia-ს პროექტი მზადება იანვარშივე უნდა დაიწყოს  
მარიამ მინაძე
30 აგვისტო, 2016, 19:13
 ჭყონია: თუ 2017 წელსაც იგეგმება Check in Georgia-ს პროექტი მზადება იანვარშივე უნდა დაიწყოს  

თბილისი (GBC) - მნიშვნელოვანი იყო Black Sea Arena-ს გახსნა და მოლოდინს გადააჭარბა, იმ ფაქტმა, რომ 10,000 კაციანი დარბაზი სრულად გაივსო. კონცერტების ხარისხი ძალიან კარგი იყო და გამომდინარე კონცერტებიდან  Georiga Palace Hotel & Spa-ს და თვითონ ქობულეთსაც დამსვენებელთა დიდი ნაკადი ესტუმრა, - ამის შესახებ ბიზნესმენი თემურ ჭყონია GBC-სთან საუბრისას აცხადებს.

ბიზნესმენი სეზონის დადებით მოვლენებთან ერთად, საკურორტო ზონებში პრობლემებზეც ღიად საუბრობს და ხელისუფლებას მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

„ქობულეთში დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა ქუჩაში ძროხების სიარული და შესაბამისად არაჰიგიენური მდგომარეობა, რაც ქვეყნისთვის საკმაოდ ნეგატიური იმიჯის შემქმნელია“, - აცხადებს ჭყონია და აღნიშნავს, რომ ეს სიტუაცია წლების განმავლობაში გრძელდება და მის გამოსასწორებლად არაფერი კერთდება - გაიცემა არასწორი ნებართვები, ლიცენზიები და ამ ყველაფერს მუნიციპალიტეტის და გამგეობის მიერ ყურადღება არ ექცევა.

„ვსაუბრობთ ინდუსტრიულ თემებზე, თუმცა არც მცდელობა და არც ცვლილება უკეთესობისკენ არ არის“, - ამბობს ბიზნესმენი.  

კიდევ ერთ პრობლემად თემურ ჭყონია მომსახურების შეუსაბამო მაღალ ფასებს ასახელებს, რაც პრობლემაა, რადგანაც ჩამოდიან  „ახალი ტურისტები“, თუმცა  შემდგომ წელს ისინი უკან აღარ ბრუნდებიან.

ჭყონია ასევე ხაზს უსვამს სატრანსპორტო პრობლემებს, მოუწესრიგებლობას და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების ცუდ განრიგს.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მოსაწესრიგებელია  ინფრასტრუქტურაც და ბათუმსაც სჭირდება ღია საკონცერტო სივრცე, რათა  მასშტაბური კონცერტები კორტებზე არ  იმართებოდეს.

„თუ მთავრობას სურს Check-in Georgia-ს პროექტი 2017 წელსაც განხორციელდეს, მისი დაგეგმვა აუცილებლად იანვარშივე უნდა დაიწყოს,  რათა ყველაფერი იყოს კარგად ორგანიზებული და გათვლილი - აღნიშნავს ჭყონია.

ბიზნესმენი ასევე აღნიშნავს, რომ ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ხდებოდა ბიზნესმენებთან კოორდინაცია და ინფორმაციის მიწოდება ღონისძიებების შესახებ, თუმცა ადგილობრივ დონეზე კოორდინაციის პრობლემა არსებობდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები