ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სენსაცია: აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ერთ-ერთი მფლობელი მოახლე აღმოჩნდა
30 აგვისტო, 2016, 18:58
სენსაცია: აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ერთ-ერთი მფლობელი მოახლე აღმოჩნდა

თბილისი (GBC) - აზერბაიჯანული სააგენტო haqqin.az სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ  „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის“ ერთ-ერთი მფლობელი ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის ჯახანგირ გაჯიევის მოახლე აღმოჩნდა.

haqqin.az აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ბანკირის ყველა დანარჩენ მაქინაციას და დანაშაულს ფარავს. 

გამოცემის ცნობით, გამოძიებამ გამოავლინა  ვინმე ვერა ამირასლანოვას  სახელზე რეგისტრირებული ბანკის რამდენიმე მილიონი აქცია და ამგვარად,  ქალი, რომელიც გაჯიევების წყვილს ემსახურებოდა  ქვეყნის სტრატეგიული ბანკის 10,33 მლნ მანათის (დევალვაციამდე $12,5 მილიონი) ღირებულების აქციებს ფლობდა.

აზერბაიჯანული მედიას ეეჭვება, რომ ვერა ამირასლანოვა აქციების შეძენას საკუთარი ფულით შეძლებდა, მიიჩნევს, რომ ამ ოდენობის ქონების პატრონი მოახლედ არ იმუშავებდა და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ქ. ვერა უბრალოდ, ის პირი აღმოჩნდა, ვისაც ჯანიკმა მთელი აზერბაიჯანის საბანკო სისტემა ანდო, თავად ვერა სერგეევნამ კი, დიდი ალბათობით, ამის შესახებ არც იცოდა, ისევე როგორც ბევრმა სხვამ, რომლებიც ახლა სასამართლოში ჩვენებას აძლევენ გაჯიევის საქმეზე.

აღსანიშნავია, რომ  ჯახანგირ გაჯიევი 7 პირთან ერთად, გასული წლის დეკემბერში დააკავეს. მას რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. მათ შორის, დიდი ოდენობით თანხის ორგანიზებულად მითვისებისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისა და იარაღის უკანონო შეძენა - შენახვა- ტარებისთვის. 

გამოძიება ირწმუნება, რომ გაჯიევი საკუთარ ახლობლებს მრავალმილიონიან, უპროცენტი კრედიტებს აძლევდა, ატარებდა სხვადასხვა საეჭვო ოპერაციებს, მიითვისა სახელმწიფოს თანხები.  მას ბრალად ედებოდა 42 მლნ მანათის მითვისება, რაც ადვოკატის განცხადებით სახელმწიფოს უკვე დაუბრუნდა ბანკის 80 მლნ მანათის ღირებულების აქციების სახით.

აღსანიშნავია, რომ „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია, ის ოპერირებს საქართველოშიც, შვილობილი „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს" მეშვეობით.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები