| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - კომპანია “საქნახშირი” მასშტაბურ ტექნიკურ გადაიარაღებაზე აცხადებს.
ახალი ვაგონების, ბულდოზერებისა თუ ელმავლების შესაძენად კომპანიამ 3 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მიზანი მეშახტეთა უსაფრთხო შრომითი პირობების შექმნაა.
მენეჯმენტის ცნობით, შახტის ტექნიკურ გადაიარაღებაზე გაწერილი გრაფიკი ბოლო ეტაპზე გადავიდა. წლის ბოლომდე ტყიბულში ჩინეთიდან და უკრაინიდან აღჭურვილობის მეორე ნაწილს ელოდებიან, რის შემდეგაც დაიწყება ძველის დემონტაჟი და ახალი ტექნიკის განთავსება, რაც ფაქტობრივად ხსნის შახტებში ბურღვა -ფეთქითი სამუშაოების დროს მეშახტეთა რისკის ქვეშ ყოფნას.
ხდება შახტების მექანიზირებაc, რაც უსაფრთხო შრომისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებისათვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
შახტების მონიტორინგი, მათ გადაიარაღება-აღჭურვაზე აღწერითი სამუშაოები კომპანიამ გასული წელს დაასრულა. გეგმის მიხედვით კი წლის ბოლომდე განახლება- სარებილიტაციო სამუშაობიც დაიწყება.
უკვე ადგილზეა შვიდი ერთეული ადგილობრივი განიავების ვენტილიატორი. ოთხი ერთეული საისრე ელმავლის გადამყვანი კომპლექტი. სამი კომპლექტი ელმავალი (მათი განახლება გასულ წელსაც მოხდა), ასევე 6 კომპლექტი ელმავლის ბატარეა.
ასევე შეძენილია და ოქტომბერში ჩამოვა გვირაბგამყვანი კომბაინი, რომელიც ფეთქით და საბურღ სამუშაოებს ახორცილებს ფუჭ ქანში, თვითმცლელი მანქანა, 80 ერთეული ახალი ნახშირიმზიდი ვაგონი, ჰაერის ახალი მიმწოდებელი კომპრესორი, 18 ტონიანი ბულდოზერი. ქუთაისში მზადდება ვაგონების მექანიზირებული გადამყირავებელი დანადგარიც.
მიმდინარეობს შტოლმების რეაბილიტაცია და შეძენილია 270 ტონა რელსი შახტის რკინიგზისათვის.
მიმდინარე თვეში ისევ შეივსო სასაწყობე მეურნეობა მეშახტეთა სანათებით და 400 ერთეული ინდივიდუალური დაცვის საშუალებით, რომელსაც შახტაში მაშველის ფუნქცია აქვს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss