ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
როგორია იდეები, რომლებმაც სტარტაპ საქართველოს დაფინანსება მოიპოვეს
29 აგვისტო, 2016, 13:32
როგორია იდეები, რომლებმაც სტარტაპ საქართველოს დაფინანსება მოიპოვეს

თბილისი (GBC) - "სტარტაპ საქართველოს" პროგრამის მაღალტექნოლოგიური კონკურსის 20 გამარჯვებული იდეა უკვე ცნობილია.

თითოელი იდეის განსახორციელებლად სახელწიფო 100 000 ლარს გამოყოფს. 

გამარჯვებული პროექტების შესახებ ინფორმაციას პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი "საპარტნიორო ფონდი" ავრცელებს.

გამარჯვებული იდეებია: 

  •  Bubblestack - სრულად ავტომატიზირებული, ვებ-ინტეგრირებული ჰიდროპონიკული სისტემა; 
  • Cnick - ხის ჭკვიანი ბეჭედი, რომელის საშუალებით მომხმარებელი განახორციელებს გადახდებს ტერმინალებსა და ტრანსპორტში;
  •  David OS - ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების უნივერსალური სისტემა;
  • Edvex - ედვექსი მძღოლებს საშუალებას აძლევს საკუთარ მანქანებზე დროებითი რეკლამის განთავსებით გამოიმუშაონ დამატებითი შემოსავალი;
  •  Hand4help - მოწყობილობა შშმ ადამიანებს საშუალებას აძლევს კიდურების ნერვული დაბოლოებების მეშვეობით მართონ ხელის პროთეზი;
  • Health Hub - აპლიკაცია, რომელიც ქმნის პირდაპირ გაყიდვების არხს ურეცეპტო და რეცეპტიანი წამლებისათვის;
  • Innophage - ბაქტერიოფაგული ტექნოლოგიის გამოყენებით ჯანსაღი დიეტური საკვები დანამატების წარმოება;
  •  Laser Combat - საბრძოლო თამაში, რომელიც მოთამაშეებს
    საშუალებას მისცემს უფრო რეალურად იგრძნონ ბრძოლის ველი;
  • Lingwing - უცხო ენების შემსწავლელ ვებ პლატფორმას;
  •  LuckStock - პრემიუმ ხარისხის მუსიკის და აუდიო ფაილების სავაჭრო პლატფორმა;
  • OptioAI - განსხვავებული ციფრული მობილური საფულე პირადი ფინანსების დაგეგმვისა და მართვისათვის;
  • PawwwN - პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას გირაოს ბროკერებსა და მომხმარებლებს შორის;
  • Production of Verm Protein - ჭიაყელებისაგან სტრესული ცილების წარმოების ინოვაციური ტექნოლოგია;
  • Qolga - სამედიცინო პრეპარატების ყიდვა-გაყიდვის ონლაინ პლატფორმას;
  • QuickQash - ფინანსური შეფასების ინოვაციური პლატფორმა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის;
  • Styx - პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მანქანის მფლობელებს და სატრანსპორტო სერვისის მომხმარებლებს;
  •  Surgical OR Simulator - ვირტუალური სიმულატორი, რომელიც სამედიცინო სტუდენტებს ეხმარება პრაქტიკულად შეასრულონ ურთულესი ქირურგიული ოპერაციები;
  • Triplay - ონლაინ პლატფორმა მოგზაურთათვის;
  • VRex - ვიარექსი საშუალებას აძლევს ტურისტებს სასურველი ტურის დაგეგმვამდე ვირტუალური რეალობის მოწყობილობების საშუალებით მოინახულოს ღირსშესანიშნაობა;
  • WiseKettle - ელექტრო ჩაიდანი, გაგრილების ფუნქციით.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები