ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საპარტნიორო ფონდი „საერთშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ კვლევას პასუხობს
26 აგვისტო, 2016, 10:51
საპარტნიორო ფონდი „საერთშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ კვლევას პასუხობს

თბილისი (GBC) - "საპარტნიორო ფონდი" „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" კვლევას პასუხობს, აცხადებს, რომ დადებით შეფასებას იზიარებს, შენიშვნებს კი, არა. 

მიზეზები საზოგადოებისთვის ფონდის განცხადებაშია განმარტებული. 

"საპარტნიორო ფონდისა და  ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ფონდი განმარტავს, რომ არცერთ ოფშორულ კომპანიაში ფონდი ინვესტირებას არ აკეთებს. ნებისმიერი პროექტის დაფინანსების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს  პარტნიორისგან ადგილობრივი ერთობლივი კომპანიის დაფუძნება. ანალოგიურად, კომპანია Merrydow Development Holdings LTD-ს საქართველოში რეგისტრირებული ჰყავს შვილობილი საპროექტო კომპანია შპს"რუსთაველი ფროფერტი", რომელიც ახორციელებს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi-ის პროექტს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 65 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და   პროექტის დაფინანსებაში ასევე ჩართულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და კომპანიას ყველა შესაბამისი პროცედურა გავლილი აქვს.  ამასთან, კანონმდებლობით, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობა შეზღუდული არაა. შეგახსენებთ, რომ კანონი არა თუ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომპანისთან პარტნიორულ ურთიერთობას, არამედ თავად ოფშორულ კომპანიასთან თანაპარტნიორობას არ კრძალავს.

დასკვნაში გაჟღერდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახელი. საპარტნიორო ფონდმა გადაამოწმა ინფორმაცია. მოგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე  იყო  საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის გიგანტი კომპანია "ელბიტ სისტემსის" შვილობილი კომპანიისთვის ერთ-ერთი საოფისე ფართის გამქირავებელი კომპანიის კერძოდ, „როიალ დეველოპმენტის" ერთ-ერთი თანამფლობელი. შესაბამისად ჩვენთვის გაუგებარია რა კავშირი შეიძლება ქონოდა მას საპარტნიორო ფონდთან. უფრო მეტიც, დასკვნაში მოხსენიებულია ყოფილი  პრემიერმინისტრი  ბიძინა ივანიშვილი, თუმცა  მასთან მიმართებაში საპარტნიორო ფონდთან  რა კავშირზეა საუბარი კვლევაში მითითებული ასევე არ არის, არ არის მოყვანილი არგუმეტები, შესაბამისად ეს შენიშვნაც აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუგებერია.

რეკომენდაციაში ასევე მითითებულია, რომ საპარტნიორო ფონდის ვებგვერდზე მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ არასაკმარისი ინფრმაციაა განთავსებული. საპარტნიორო ფონდი განმარტავს, რომ ფონდის ვებგვერდზე  ბიზნესის კომერციული საიდუმლო ინფორმაციის დაცვის გათვალისწინებით სრული და დეტალური ინფორმიაცია იძებნება. მომართვის შემთხვევაში საპარტნიორო ფონდი ყველა დაინტერესებულ პირს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის. მზად ვართ ნებისმირი ინფორმაციის გასაჯაროვებისთვის კონფიდენციალობის პრინციპის დაცვით.

რაც შეეხება საპარტნიორო ფონდის პარტნიორი კომპანიების მიერ შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობას. საპარტნიორო ფონდი განმარტავს,რომ ერთობლივ კომპანიებში იგი როგორც წესი მინორიტარული წილით არის წარმოდგენილი ( როგორც წესი საპარტნიორო ფონდი არ ფლობს საკონტროლო პაკეტს ერთობლივ კომპანიებში) შესაბამისად, აღნიშნული კომპანიები არ არიან ვალდებულები შესყიდვების დროს იხელმძღვანელონ სახელმწიფო შესყიდვების კანონის წესებით.  თუმცა ფონდი სხვადასხვა მეთოდებით აღწევს  შესყიდვების მაქსიმალურ გამჭირვალობას იქნება ეს ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა, ფასთა გამოკითხვა, ღია და დახურული ტენდერები თუ სხვა.

დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია ცნობილ ბიზნესმენ ალექსანდრე მაშკევიჩზე, საპარტნიორო ფონდს არაერთი განცხადება გაუკეთებია, რომ „ჰუმანით ჯორჯიას“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ინიციატივა, სწორედ ალექსანდრე მაშკევიჩს ეკუთვნის. პროექტის დაანონსების დღიდან ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების გაიაფება დაიწყო და ბაზრის დივერსიფიკაციის მცდელობამ თავისი შედეგი გამოიღო, რაც წლების განმავლობაში შეუძლებელი იყო. ცნობილი ბიზნესმენი ალექსანრე მაშკევიჩი ჩართულია პროექტში და ის აგრძელებს თანამშრომლობას.

რაც შეეხება ბ-ნი უჩა მამაცაშვილის საქმიანობას საპარტნიორო ფონდში, განვმარტავთ, რომ უჩა მამაცაშვილი ფონდში არ მუშაობს.

„ჩვენთვის საამაყოა, რომ იმ ფონდის საქმიანობაში რომელიც 5 მილიარდის აქტივებს ფლობს და სხვადასხვა დარგში ათეულობით პროექტს ახორციელებს, სხვა შენიშვნები არა გაქვთ. იმის გამო, რომ საპარტნიორო ფონდის საქმიანობა დიდ ინტერესს იწვეს,  უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ღონისძიებას, სადაც ფონდში მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ სრულ ანგარიშს ჩავაბარებთ საზოგადოებას“-აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები