ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს რკინიგზაში სამუშაო პირობებს შრომის ინსპექტორები შეისწავლიან
23 აგვისტო, 2016, 18:06
საქართველოს რკინიგზაში სამუშაო პირობებს შრომის ინსპექტორები შეისწავლიან

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზაში, კომპანიის ინიციატივით, შრომის ინსპექტორები შევიდნენ, რომლებიც კომპანიაში არსებულ სამუშაო პირობებს შეისწავლიან.

ინსპექტირების პროცესის დაწყებას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე დააკვირდნენ.

კომპანიის ცნობით, მობილური ჯგუფები საქართველოს რკინგიზაში არსებულ სამუშაო პირობებსა და შრომის უსაფრთხოებას შეაფასებენ. შედეგად, მომზადდება დასკვნა და შესაბამისი რეკომაენდაციები გაიცემა. ინსპექტირების პროცესი თბილისში დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით რკინიგზის ყველა დანაყოფში ჩატარდება. 

,,საქართველოს რკინიგზამ თავად მოგვმართა თხოვნით იმისათვის, რომ შრომის ინსპექტირებას გრაფიკზე ადრე ჩაეტარებინა აქ სამუშოები. მე ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება. საქართველოს რკინიგზა, შრომის პირობების მხრივ, ერთერთი მაღალი რისკის საწარმოა. მე ძალიან მიხარია, რომ პირველივე ნაბიჯებიდან ჩამოყალიბდა ასეთი თანამშრომლობა. ასევე ძალიან მიხარია, რომ საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი ასეთ დიდ ყურადღებას უთმობს თავისი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და სამუშაო პირობებს,“ - დავით სერგეენკომ. 

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მენეჯმენტისთვის პრიორიტეტია თანამშრომლებისთვის მაღალი სტანდარტის შრომის პირობების შექმნა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ორგანიზაცია, რომელიც მოგვცემს რეკომენდაციებს და ჩვენ, ბუნებრივია, ამ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ. რკინიგზა მასშტაბური მეურნეობაა. ჩვენი ამოცანა არის რკინიგზაში არ დარჩეს სამსახური, რომელიც არ იქნება შემოწმებული და არ დაიდება შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა გაითვალისწინებს,“-  მამუკა ბატაძემ.

აღსანიშნავია ის, რომ ამ დრომდე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ 200-ზე მეტი კომპანია შემოწმდა. ინსპექტირების მიზნით, საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ 30-მდე კომპანიამ მიმართა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები