| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე ეკონომიურია.
ოფიციალური მონაცემებით, მისი შტაბი 2-3-ჯერ ნაკლებ ფულს ხარჯავს, ვიდრე კონკურენტი ჰილარი კლინტონის. ბოლო წლების რეკორდსმენი კი, ბარაკ ობამაა.
CNBC-ის ცნობით, ივნისში ტრამპმა საარჩევნოდ $7,8 მლნ, ივლისში კი, $18,5 მილიონი დახარჯა- ეს მაჩვენებლები 2008 წლის შემდეგ სხვა საპრეზიდენტო კანდიდატების დანახარჯებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
ამავე პერიოდში ჰილარის შტაბმა 70 მილიონამდე დახარჯა. ივნისში 38,2 მლნ, ივნისში 30 მლნ.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის არჩენებზე ბარაკ ობამას ამავე თვეებში 117 მილიონის ხარჯი ჰქონდა გაწეული.
2008 წელს კი, 75 მილიონზე მეტი. თითქმის ასეთივე იყო ობამას კონკურენტების ხარჯებიც 2008 და 2012 წლებში.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის თქმით, მას 10 მილიარდის ქონება აქვს, ჟურნალი Forbes-ი კი, აცხადებს, რომ ეს გადაჭარბებული შეფასებაა და სინამდვილეში ბიზნესმენი 4,5 მილიარდის ქონებას ფლობს. Bloomberg -ის შეფასებით ის მხოლოდ 3 მილიარდია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss