ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Bosch-ი მაღალ ზრდის შენარჩუნებას  ინოვაციებით აპირებს
ნინო შუბითიძე
8 ივნისი, 2016, 17:43
Bosch-ი მაღალ ზრდის შენარჩუნებას  ინოვაციებით აპირებს

თბილისი (GBC)  - Bosch-ი   2016 წელს, ზრდის მაღალ ტემპს შეინარჩუნებს. 

ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებელი სწრაფი ზრდის პერსპექტივას  ინტერნეტ-ტექნოლოგიების  სეგმენზტზე ხედავს.

კომპანიის მესვეურნი  გაყიდვების 3-5% ზრდას ელიან, კურსის მერყეობის ფაქტორის  გათვალისწინებით.

მმართველი ფოლკმარ დენერი აცხადებს, რომ ფოკუსირება ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მოხდება 3 მიმართულებით:  სენსორული, პროგრამული და სერვის უზრუნველყოფის კუთხით.

კომპანია  სხვადასხვა სამრეწველო პლატფორმებზე სულ უფრო და უფრო  აქტიურობს. ტექნოლოგიების დივერსიფიკაციის მიზნით, ასევე ზრუნავს  საექსპორტო   ცოდნის ამაღლებაზე, ახლახანს შექმნილი განყოფილებით -  Bosch Global Service Solutions, ღრუბლოვანი სერვისის პროექტი Bosch IoT Cloud  წელს გაუშვა.  მენეჯერი „ჭკვიანი სახლის“  პროექტის პერსპეტივებზე აღნიშნავს.

კომპანიის წლიურს შემაჯამებელ  კონფერენციაზე კავკასიის რეგიონში  2015 წლის მაღალ მაჩვენებლებზე საუბრობს რეგიონული მენეჯერი  ჰანსიუნგერ ოვერშტოლცი, აღნიშნავს, რომ გაყიდვები 2-ჯერ არის გაზრდილი.

მოსკოვში გამართულ კომპანიის წლიურ შემაჯამებელ  კონფერენციაზე მან  საქართველოში ელექტროხელსაწყოების  გაყიდვების 10 % -იან ზრდაზე განაცხადა, შარშანდელთან შედარებით. იმ ფონზე, როცა  სამშენებლო ბიზნესის ზრდა 9%-ს არ აღემატება.

პოზიტიურ ტრენდში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თბილისში  მასშტაბური  სასაწყობე მეურნეობის აშენებამ, რის ხარჯზეც წლის განმავლობაში  დისტრიბუციის 5-ჯერ გაზრდა გახდა შესაძლებელი და  ამ დროისთვის 14 -ზე მეტ ქალაქს მოიცავს. Bosch-ის ელექტროხელსაწყოები სპეციალიზებულ 50 სავაჭრო ცენტრშია.

Bosch-ი საქართველოში 2012 წლიდან არის წარმოდგენილი.  რეგიონალური წარმომადგენლობა აზერბაიჯანსა და სომხეთში კომპანიის საქმიანობასაც უწევს კოორდინაციას.

კომპანია ენერგოდამზოგი სისტემის შეთავაზებით ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებშიც  დიდ პერსპექტივას ხედავს.

1886  წელს, Robert Bosch GmbH - ის მიერ  შტუდგარტში დაარსებული კომპანია დღეს  უმსხვილესია მსოფლიოში.

ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოების მიმართულებით.  ქარხნები მსოფლიოს 60 ქვეყანაშია  განთავსებული, ხოლო გაყიდვების და მომსახურების კომპანია წარმოდგენილია თითქმის 150 ქვეყანაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები