ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სოკარი ხელვაჩაურში 7  სოფელში გაზიფიცირების ახორციელებს
19 აგვისტო, 2016, 10:56
სოკარი ხელვაჩაურში 7  სოფელში გაზიფიცირების ახორციელებს

თბილისი (GBC) –  ,,სოკარ ჯორჯია გაზი - აჭარა“ ხელვაჩაურის რაიონის 7  სოფელში გაზიფიცირებას ახორციელებს.

უკვე დაწყებულია აზომვითი და საპროექტო სამუშაოები ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზანაქიძეებში, სადაც მშენებლობის პროცესი სექტემბრის ბოლოსთვის დაიწყება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხელვაჩაურის რაიონში დამატებით 2247 კომლი შეძლებს ბუნებრივი აირით სარგებლობას.

ხელვაჩაურის გარდა ,,სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა“ სამუშაოებს ქობულეთის რაიონის სოფლებშიც ახორციელებს, სადაც სამუშაოების დასრულების შემდეგ დამატებით 2847 კომლის გაზიფიცირება მოხდება.

,,სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა“ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებლებს ბუნებრივი აირის მილების სახლში შეყვანის სამუშაოების ღირებულების, 400 ლარის ეტაპობრივ გადახდას სთავაზობს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველთვიური გადასახადით, რომელიც 25 ლარს შეადგენს, ეტაპობრივად დაფარონ სამუშაოების საფასური. 

„ უახლოეს პერიოდში სრულად დასრულდება გაზიფიცირება და სოფლების დაქსელვა, რაც ძალიან დიდ შვებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას. გაცილებით შემცირდება ხე-ტყის მოჭრა რაიონში, რაც გააუმჯობესებს ჩვენს ეკოლოგიურ მდგომარეობას. მივესალმები იმ სიახლესაც, რომლის მიხედვითაც ჩვენი სოფლების მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის სახლში შეყვანის ღირებულების განვადებით გადახდა შეეძლებათ. ეს მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის სოფლებში გაზიფიცირების პროცესს“-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ ხელვაჩაურში  შეხვედრებისას, სადაც კომპანიის სამუშაოებს გაეცნო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები