| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბრიტანული Barclays-ის ყოფილი ბანკირი როჯერ ჯენკინსი მარიხუანას მოყვანაში თანხის დაბანდებას გეგმავს, - ინფორმაციას ანონიმ წყაროზე დაყრდნობით Bloomberg-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ამ მიზნისთვის ჯენკინსმა კალიფორნიაში მიწის ნაკვეთი უკვე შეიძინა.
როგორც ცნობილია, შტატის მთავრობა ნოემბერში, რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანას გამოყენების დაშვებაზე კანონპროექტს განიხილავს. თავად ჯენკისმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
60 წლის ბანკირი Barclays -ში იმ დროს მუშაობდა, როდესაც მას რობერტ დაიმონდი ხელმძღვანელობდა. დიდწილად, ჯანკინსის შუამავლობით ბანკმა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს ახლო აღმოსავლეთიდან 12 მლრდ ფუნტის ინვესტიცია მოიზიდა, რის გამოც ბანკს კონკურენტებისგან განსხვავებით, მთავრობის დახმარება არ დაჭირვებია.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს 25 შტატში დაშვებულია მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება.
არსებული გათვლებით, 2020 წლისთვის, კალიფორნიის სამედიცინო მარიხუანის ბაზარი შესაძლოა ყველზე მსხვილი იყოს - მისი ბრუნვა იმ დროისათვის დაახლოებით 2,6 მლრდ აშშ დოლარი იქნება.
ამავე პერიოდისთვის მარიხუანას გაყიდვიდან ეკონომიკურმა ეფექტმა შესაძლოა 44 მლრდ აშშ დოლარს მიაღწიოს, ეს დღეისათვის 14-17 მილიარდად ფასდება.
2016 წელს ინდუსტრიის ამონაგები Marijuana Business Daily -მა $3,5–$4,3 მილიარდად შეაფასა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss