ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ექსპერტი:  საქართველოს პრიორიტეტი ლოგისტიკის  დინამიურ განვითარება და სრულყოფა უნდა იყოს
18 აგვისტო, 2016, 16:47
ექსპერტი:  საქართველოს პრიორიტეტი ლოგისტიკის  დინამიურ განვითარება და სრულყოფა უნდა იყოს

თბილისი (GBC) - ლოგისტიკური სისტემის ეფექტიანობის ინდექსში (LPI) საქართველოს პოზიციების გაუარესებას  ეროვნული სატრანსპორტო სტრატეგიის უქონლობას უკავშირებენ „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბში“.

კლუბის დამფუძნებელი დავით  გოჩავა ამბობს, რომ სწორედ დოკუმენტურად გაფორმებულმა სტრატეგიამ უნდა უზრუნველყოს ტრანსპორტის სექტორის იმგვარი მართვა, რაც მის ეფექტიანობას გააუმჯობესებს.  

„ეროვნულმა სატრანსპორტო სტრატეგიამ ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკის პრინციპებისა და ინსტრუმენტების განსაზღვრას ფართო კონტექსტში, როგორიცაა სექტორის მართვა, სახელმწიფოს და კერძო სექტორის ფუნქციები, კონკურენციის ხარისხი, ტრანსპორტის სახეობებს შორის კოორდინაციისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ინტერვენციების ტიპები, რეგულირების ხასიათი, გადაზიდვის ტარიფების განსაზღვრის შეთანხმებული პრინციპები. სახელმწიფოს როლი თანაბარზომიერი სამოქმედო სივრცის (level playing field) შექმნაში ტრანსპორტის ყველა სახეობისათვის, შესაძლოა, ყველაზე რთული ამოცანა იყოს, მაგრამ უმჯობესია გაკეთდეს არასრულყოფილად, ვიდრე საერთოდ არაფერი გაკეთდეს“, - აცხადებს დავით გოჩავა, ამბობს, რომ გადაუდებლად აუცილებელია ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების დროული დანერგვაც.

 „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ქვეყანა პირველრიგისეულ მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეს ლოგისტიკური სისტემის დინამიურ განვითარებას და სრულყოფას. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ შემცირდეს ბოლო მომხმარებლისათვის საქონლის მიწოდების დროის ინტერვალი, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ერთობლივი დანახარჯების მინიმუმამდე დაყვანას ნაკადური პროცესების ოპტიმიზაციის ხარჯზე.

ევროპის ლოგისტიკური ასოციაციის მონაცემებით, ლოგისტიკური გადაწყვეტილებების გამოყენება საქონლის წარმოების დროს 25 %-ით ამცირებს, წარმოების დანახარჯებს - 30 %-ით, მატერიალური მარაგების მოცულობას - 30-დან 70 %-მდე. 

ლოგისტიკური სისტემის ეფექტიანობის 2016 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნად გაუარესდა და 160 ქვეყანას შორის 130 -ე ადგილზეა, ნაცვლად 2014 წელს დაკავებული 116-ე ადგილისა.

დავით გოჩავა რეიტინგის მაჩვენებლებსაც მიმოიხილავს, აღნიშნავს, რომ საქართველოს 2014 წელთან შედარებით მიზერული გაუმჯობესება აქვს საბაჟო და სასაზღვრო გაფორმების ეფექტიანობაში ([customs] + 0.05) და კონკურენტუნარიან ფასებში საერთაშორისო გადაზიდვების წარმოების სიმარტივეში ([international shipments] +0.03), თუმცა ამას არ გამოუწვევია საერთო რეიტინგში დაწინაურება.

„საქართველოს ლოგისტიკური სისტემის პრობლემური სეგმენტებია სასაზღვრო პროცედურები, სატარიფო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის ხარისხი, მომსახურების კომპეტენცია და ხარისხი, გადაზიდვების ვადების დაცვა. მაჩვენებლების გაუარესება ამ კომპონენტებში შეიძლება გამოწვეული იყოს ხარვეზებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა სატრანსპორტო სისტემის აქტივებისა და ქსელის ოპტიმიზაცია, ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობებს შორის შეთანხმებული მუშაობა, მარკეტინგული ეფექტიანობა, ოპერაციების მწარმოებლურობა, ადამიანური რესურსების სტრატეგიული დაგეგმვა და მართვის ქმედითობა.

მაგალითად, მსოფლიო ბანკის ექსპერტების აზრით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობებს შორის შეუთანხმებელი მუშაობა, ვინაიდან ინფრასტრუქტურაში სახელმწიფო ინვესტიციების გახორციელების პოლიტიკას, ინფრასტრუქტურული ხარჯების ანაზღაურებას, გადაზიდვების ღირებულებას, სხვა ასპექტებთან ერთად, ამუშავებენ სპეციალისტების სხვადასხვა ჯგუფები სხვადასხვა უწყებებში; მათ განსხვავებული მიზნები ამოძრავებთ და ამიტომ ისინი სხვადასხვა ეკონომიკურ პრინციპებს და მექანიზმებს იყენებენ",- აღნიშნავს ექსპერტი.

ამბობს, რომ ლოგისტიკის ეფექტიანობის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შესაძლებელია სასაზღვრო კონტროლის პროცედურების ეფექტიანობის ამაღლების ხარჯზე. ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს საბაჟო ორგანოების უფრო ეფექტიანი მუშაობა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია საზღვარზე წარმოდგენილი სხვა უწყებების მუშაობის გაუმჯობესება, მათ შორის იმათი, რომლებიც პასუხს აგებენ სანიტარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლზე.

მისივე განმარტებით, „უნდა აღმოიფხვრას სატრანსპორტო გადაზიდვების მენეჯმენტთან და ოპერაციებთან დაკავშირებული პრობლემები -  ხშირი დაყოვნებები და კომპლექსური პროცედურები ახანგრძლივებს გადაზიდვების დროს და ზრდის ხარჯებს. თუ ადგილი ექნება დაბალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას, კარგი ფიზიკური კავშირები არასაკმარისია“.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები