ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
PSP-ს მხარდაჭერით კონკურსი - საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე დაიწყო
18 აგვისტო, 2016, 12:38
PSP-ს მხარდაჭერით კონკურსი - საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე დაიწყო

თბილისი (GBC) - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალი “მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge, ფარმაცეტული კომპანია PSP-ს მხარდაჭერით, ლიტერატურულ კონკურსს - „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ აცხადებს.

კონკურსის ფარგლებში, მასწავლებლის საქმიანობისა და სკოლის ცხოვრების შესახებ სამი საუკეთესო მოთხრობა გამოვლინდება.

ამასთან, კონკურსის ფარგლებში მხოლოდ ის მოთხრობა განიხილება, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის მიზანი, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერაა.

კონკურსის სამ გამარჯვებულს (I, II, III ადგილი) გამოავლენს ჟიური. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ პერსონალური პორტატული კომპიუტერები, ასევე ფულადი პრიზი:

I ადგილი - 1000 ლარი;
II ადგილი - 700 ლარი;
III ადგილი - 500 ლარი.

გარდა ამისა, საუკეთესო მოთხრობების ათეული გამოქვეყნდება ჟურნალში „მასწავლებელი“.

ლიტერატურული ნაწარმოებები 2016 წლის 20 სექტემბრამდე, ელექტრონულ ფოსტაზე - tpdc.georgia@gmail.com მიიღება. გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები