ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოს ფიქალის გაზის მასშტაბური წარმოების პერსპექტივა აქვს
16 აგვისტო, 2016, 15:30
საქართველოს ფიქალის გაზის მასშტაბური წარმოების პერსპექტივა აქვს

თბილისი (GBC) -  საქართველოში, ფართოდ  გავრცელებული ფიქლებიდან გაზის მასშტაბური წარმოების სერიოზული პერსპექტივა არსებობს, - მიიჩნევენ სპეციალისტები და არსებული რესურსის შესასწავლად დამატებითი კვლევების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

ამასთან, უკვე ჩატარებული ზედაპირული კვლევები აჩვენებს, რომ არსებული ფორმაციები  კომერციული ნავთობშემცველი ფიქლების ფორმაციებად ვერ ჩაითვლება და უფრო პერსპექტიულად გაზის  წარმოებისათვის გამოიყურება.

აღსანიშნავია ისიც, რომ წინასწარი შეფასებით, მაღალია გაზის მიღების პერსპექტივა შავი ზღვიდანაც.

საქართველოს ენერგეტიკულ სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მცირედ არის შესწავლილი გაზჰიდრატების რესურსი. ამჟამად შავი ზღვის სალიცენზიო ბლოკებზე მიმდინარეობს ძებნა-ძიების სამუშაოები, რომელთა 90% უკვე შესრულებულია და  წინასწარი შეფასებით მაღალია გაზის მიღების პერსპექტივა.

რაც შეეხება ბუნებრივ გაზს - აქ კვლევით- საძიებო ბურღვითი სამუშაოები მრავალი წელია მიმდინარეობს, შესწავლილია 25 საბადოს სტრუქტურა, თუმცა მარაგები არც მცირეა - გაზის რესურსების (პირობითი, პერსპექტიული და პროგნოზული) ჯამური რაოდენობა 4 მლრდ. მ 3-ს შედგენს.

რაც შეეხება მათ კომერციულ მნიშვნელობას, ეს შემდეგმა შეფასებითი ბურღვის შედეგებმა უნდა აჩვენოს.

2015 წლის მონაცემების მიხედვით კი, საქართველოში არსებული ბუნებრივი გაზის დადასტურებული რეზერვები (1P) - 327 მლნ. მ 3-ს, სავარაუდო (2P) - 591 მლნ. მ 3-ს, ხოლო შესაძლო (3P)- 834 მლნ. მ 3-ს შეადგენს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები