| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – თიბისი ვიზუალური ხელოვნების მხარდაჭერაზე აცხადებს.
საქართველოში პირველად პრინტ ფესტივალი LIFE N STYLE გაიმართება, ხელით ბეჭდვის, (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, ლინო გარვიურა და ა.შ) აღდგენა-ხელშეწყობის მიზნით.
17 აგვისტოს ბათუმში (19:00 სთ, თიბისი გალერეა) ამ ტექნოლოგიით შესრულებული ორიგინალური ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ფესტივალი ბათუმში 7 სექტემბრამდე გასტანს.
ხელით ბეჭდვის ტექნიკა უნიკალურია იმით, რომ ნამუშევრის რამდენიმე (10-15) ეგზემპლარად ტირაჟირების საშუალებას იძლევა, თანაც ყველა ორიგინალის.
ტექნოლოგია პოპულარულია განვითარებულ ქვეყნებში. კოლექცია გადააქვთ ტექსტილსა და კერამიკაზე, ჩანთის, მაისურის თუ საკოლექციო ჭურჭლის დასამზადებლად.
ნამუშევრები ბათუმის ქუჩებშიც გამოიფინება. კოლექცია დაიბეჭდა დიდ ფორმატებზე და ინტეგრირებული იქნება ქალაქში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე: ზღვის სანაპიროზე, კაფესა და სკვერში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss