ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ავტობანის ნაწილზე გარე განათება დამონტაჟდება
15 აგვისტო, 2016, 10:36
ავტობანის ნაწილზე გარე განათება დამონტაჟდება

თბილისი (GBC) - ავტობანზე, ზესტაფონი – ქუთაისი–სამტრედიის მონაკვეთზე გარე განათების მონტაჟი იგეგმება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა 3 ტენდერი, რომლითაც გზის განათების სამუშაოების შესყიდვა მოხდება.

სამივე მონაკვეთის ელექტროფიცირებისთვის 9 მლნ ლარზე მეტია გამოყიფილი, სამუშაოები იაპონიიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ დაფინანსდება.

გარე განათების მონტაჟი დაგეგმილია ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის km 0+000 - km 17+300 მონაკვეთზე, რისთვისაც 3 946 890 ლარია გამოყოფილი.

3 249112 ლარია გათვალისწინებული  სამტრედიის ახალი შემოვლითი გზის km 0+000 – km 15+400 მონაკვეთის გარე განათების სამუშაოების განხორციელებისთვის და 1 855 693 ლარი ასევე სამტრედიის ახალი შემოვლითი გზის, ამჯერად, km 15+400 – km 24+045 მონაკვეთისთვის.

სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა 8 სექტემბერს იწურება. სამუშაოები კი, დაწყებიდან 5 თვეში უნდა დასრულდეს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები