| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აჭარის ფინანსთა სამინისტრო 7 თვის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებაზე აცხადებს.
მინისტრის განცხადებით, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსულობებმა 7 თვეში გეგმის 122,8% შეადგინა. კერძოდ, გეგმა 84,5 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 103,755 მლნ ლარი.
რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, ბიუჯეტის 7თვის შესრულებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია, არაფინანსური აქტივების კლების გეგმის 25,7%-იანი გადაჭარბებით შესრულება, რაც ცხადყოფს, რომ რეგიონში საინვესტიციო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, იზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა.
„ეკონომიკურად აქტიური პერიოდია,რაც აისახება საშემოსავლო გადასახადზე და ამ მიმართულებითაც გვაქვს გადაჭარბება. ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიმათულებით“, - განაცხადა ბოლქვაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss