| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ახალი სერვისები ამოქმედდა.
ვიზიტორებს ცენტრებში ადგილობრივი წარმოების ტურისტული პროდუქტებისა და სუვენირების, მათ შორის ქედაში წარმოებული მურაბების, სიგარის, მარადიდის, პეტრას ჩაის, ბოტანიკური ბაღის თაფლისა და მაჭახელას თოფის სუვენირების შეძენა შეეძლებათ.
გარდა ამისა, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო სტუმრებს განახლებულ რუკებსა და გზამკვლევებთან ერთად ქალაქის ტრანსპორტის რუკასაც სთავაზობს, რაც ტურისტებს ქალაქში გადაადგილებას გაუმარტივებს.
განახლდა ფასდაკლებების ბარათი -Batumi Card -იც, რომელშიც 40-მდე ტურისტულ ობიექტზე 10%-დან 33%-მდე ფასდაკლებებია შეყვანილი.
მომავალი კვირიდან ტურისტებს მაჭახელას ტურისტულ პაკეტსაც შესთავაზებენ.
საინფორმაციო ცენტრებიდან კვირაში ერთხელ დაინიშნება სპეციალური ტური მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტის მიმართულებით. ტურის რელიაზაციაში ჩართვა სპეციალური პირობებით ტურისტულ სააგენტოებსაც შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა მზარდია. ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 110 % -იანი ზრდა დაფიქსირდა, ცენტრებს 17 221 ადამიანი სტუმრობდა, მათი უმეტესობა ძირითადათ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტებით ინტერესდებიან.
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს რეგიონში სულ 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს, რომელსაც წელს კიდევ ერთი ბათუმი ცენტრალის შენობაში შეემატება.
საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორებს კონკრეტული მარშრუტის შესახებ დეტალური ინფორმაციის, ბროშურებისა და რუკების მიღების გარდა ტურების შეძენაც შეუძლიათ.
ცენტრებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 577 90 90 93 (91), რომელზედაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss