| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ხევიდან - არგვეთამდე გზის მშენებლობისთვის მთავრობა დონორებთან მოლაპარაკებებს იწყებს.
გზის აღნიშნული მონაკვეთი 3 ნაწილად არის დაყოფილი და თითოეული მონაკვეთის მშენებლობისთვის საჭირო ფინანსები 3 სხვადასხვა დონორისგან იქნება მოზიდული.
უფრო კონკრეტულად, ხევი-უბისას მონაკვეთის დაფინანსებაზე მოლაპარაკებები აზიის განვითარების ბანკსა და კორეის ექსიმბანკთან გაიმართება.
უბისა-შორაპნის სექციაზე ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ხოლო შორაპანი-არგვეთას გზის დასაფინანსებლად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან.
შეგახსენებთ, რიკოთის უღელტეხილზე, 52 კილომეტრზე ავტობანის მშენებლობისთვის პროექტირებაც იწყება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, 4 ზოლიანი გზის პროექტირებისთვის მომდევნო 1 წლის განმავლობაში, 40 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. ალტერნატიულ მარშრუტად ხარაგაულის შემოვლითი გზა განიხილება.
მისი თქმით, ამჟამად უკვე აშენებულია 150 კილომეტრი ჩქაროსნული ავტობანი და კიდევ 100 კილომეტრის მშენებლობა მოხდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss