| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფარმაცევტულმა კომპანიას „ჯი-ემ-პი“ თანამშრომლებს EUGMP ექსპერტებმა ჩაუტარეს სწავლება.
ევროპის შესაბამისობის აკადემიის ექსპერტმა კრისტოფერ ბერჯესმა და ევროპის QP ასოციაციის და ECA დამფუძნებელმა რიჩარდ ბონერმა ქართული ფარმაცევტული საწარმოს კომპანიის თანამშრომლებს „სათანადო წარმოების პრაქტიკის“ გარკვეული სპეციფიური საკითხები გააცნეს.
„თანამშრომელთა მუდმივი განვითარება არა მხოლოდ ბაზარზე კომპანიის კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო, არამედ იმისათვის, რომ წარმოებული პროდუქცია სათანადო სტანდარტებს შეესაბამებოდეს და აკმაყოფილებდეს ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს ხარისხის, უსაფრთხოების და ეფექტურობის კუთხით. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოების ხელმძღვანელობა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განათლება-განვითარებასა და სტანდარტთან დაკავშირებული თანამედროვე ტენდენციები გააცნოს“- განაცხადა ევროპის QP ასოციაციის და ECA დამფუძნებელმა ბატონმა რიჩარდ ბონერმა.
შეგახსენებთ, ჯი-ემ-პი 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს საქართველოში და ევროკავშირის ტერიტორიაზე აწარმოებს. აქედან 100-ზე მეტ დასახელების მედიკამენტს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 20-მდე ქვეყანაში ყიდის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss