ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჰონგ კონგის ბირჟაზე „საპარტნიორო ფონდის“ IPO შანხაიში განიხილეს
ნინო შუბითიძე
1 აგვისტო, 2016, 12:47
ჰონგ კონგის ბირჟაზე  „საპარტნიორო ფონდის“  IPO შანხაიში განიხილეს

თბილისი (GBC) –  საპარტნიორო ფონდმა, შანხაიში პირველად გამართულ ჩინურ-ქართულ ბიზნეს ფორუმზე, კომპანია Oriental Patron Financial Group -თან საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტის დეტალები განიხილა.

ასევე, China National Technical Import & Export corporation -სთან საქართველოში მინის წარმოებაზე კონკრეტული მოლაპარაკებები დაწყებაზეც შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა  Jilin New Royal Co.,LTD -თან,  რომელიც  სარეაბილიტაციო კლინიკის მშენებლობით ინტერესდება.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორო დავით საგანელიძე, ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე საპარტნიორო ფონდის აქციების დალისტვის თაობაზე, ჰონგ კონგის საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანიების Oriental Patron Financial Group-სა  და Kaisun Energy Group Limited-ის  წარმომადგენლებსაც შეხვდა,  

შეხვედრები გამართა ასევე,  Er Shang Group-ის, CEFC China-ს, ჩინეთის ინდუსტრიისა და კომერციის, Jilin New Royal Investment Co LTD-ს, CFFC CHINA ENERGY COMPANY-ის, CEFC GROUP (EURASIA)-ს, Oriental Patron Financial Group -ის, Kaisun Energy Group Limited-ის, China National Technical Import & Export corporation-ის, Beijing capital agro business group-ის, Beijing er shang group Co.LTD-ეს, CEFC Guandong financial investment holdings co.,Ltd-ეს Silk road Chamber of International Commerce-ის  და Tang West Market International Group (Hong kong) -ის ხელმძღვანელ პირებთან. ასევე ზოგადი შეხვედრები გაიმართა: CEFC Guandong financial investment holdings co.,Ltd, Silk road Chamber of International Commerce (აბრეშუმის გზის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები და საბჭოს წევრები),Tang West Market International Group (Hong kong).

სამთავრობო დელეგაციის წევრებმა შანხაის მაღალი ტექნოლოგიების პარკი დაათვალიერეს, მოინახულეს ასევე შანხაის პორტი და იქ არსებულ ვითარებას გაეცნენ.

ჩინეთ-საქართველოს საინვესტიციო ფორუმის დასასრულს საპარტნიორო ფონდმა China-Eurasian Economic Cooperation Fund-თან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი ძილინის პროვინციაში მოქმედ რამდენიმე მსხვილ ჩინურ კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.მათ შორის China-Eurasian Economic Cooperation Fund-ის პრეზიდენტს. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები