| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - სს თელიანი ველმა 13 მლნ აშშ დოლარის მოზიდვაზე განაცხადა.
თანხა ახალი, 200 მლნ აქციის განთავსებით იქნა მოზიდული, თითო აქცია 0.065 აშშ დოლარად განთავსდა, რომელიც არსებულმა აქციონერებმა შეიძინეს.
შედეგად, საზოგადოების მიერ უკვე 277 მილიონზე მეტი აქციაა განთავსებული. აქციათა უმსხვილესი პაკეტი - 47,75% სს ლიბერთი კონსუმერის ხელშია, 27,42% ფლობს BGEO Group -ი, 14,21% - Firebird Avrora Fund-ი, კიდევ 8,82% Firebird Republic Fund-ი.
როგორც ცნობილია თელიანი ველმა მოზიდული თანხა ლუდის ქარხნის მშენებლობისკენ მიმართა. წინასწარ გათვლებით, პროექტის ჯამური ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს 37 მლნ აშშ დოლარს; თანხის ნაწილის მოზიდვა ევრობანკიდან იგეგმება.
ქარხანაში "ჰეინეკენის", "ამსტელის" და "კრუშოვიცეს" ბრენდების ლუდის წარმოება მოხდება. HEINEKEN -თან, AMSTEL-თან, Heineken Česká republika-ს ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.
კომპანიის შვილობილი “გლობალ ბიერ ჯორჯია” იქნება აღნიშნული ლუდის ბრენდების ექსკლუზიური მწარმოებელი საქართველოში. ასევე იგი მოახდენს მოცემული ბრენდების რეალიზაციას აზერბაიჯანსა და სომხეთში.
საერთაშორისო ბრენდების პარალელურად ასევე იგეგმება ახალი ადგილობრივი ბრენდის ქვეშ ლუდის წარმოება და ლიმონათების ხაზის გაშვებაც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss