| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველო კავკასიაში პირველი ქვეყანაა, სადაც აეროპორტში მზის ენერგიის მოხმარება დაიწყეს. პროექტი იაპონიის დახმარებით განხორციელდა.
კერძოდ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) საქართველოს მთავრობას 480 მლნ იენის ($4,5 მლნ) ოდენობის გრანტი გამოუყო, რომელიც თბილისის აეროპორტში მზის პანელების დამონტაჟებას მოხმარდა. გამომუშავებული ელექტროენერგია ტერმინალის ფუნქციონირებისთვის არის მიმართული.
აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებული სისტემის საშუალო სიმძლავრე ს 316 კვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავებული ენერგია - 337 000 კვტ/სთ, განთავსების ტერიტორია დაახლ 4,100 კვ.მ; CO2-ის ემისიის შემცირება ყოველწლიურად - 187.0 ტ.
სამშენებლო სამუშაოები იაპონურმა კომპანია Itochu Corporation-მ, მისი ქართული და იაპონური ქვეკონტრაქტორების -Fuji Furukawa Engineering & Construction Co.Ltd. და შპს „გრუსიას“ მეშვეობით განახორციელა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss