ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ი ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით მასშტაბურ კამპანიას იწყებს
29 ივლისი, 2016, 10:29
სებ-ი ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით მასშტაბურ კამპანიას იწყებს

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის  ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით მასშტაბურ კამპანიას იწყებს.

თემაზე -  „ფინანსური განათლება ფინანსური კეთილდღეობისთვის“ - კონფერენცია სებ-ის ორგანიზებითა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერით გაიმართა.

„მოხარული ვარ სავსე დარბაზის დანახვით, ვინაიდან, ეს ნიშნავს, რომ ყველა მხარე ვთანხმდებით - ჩვენი მოქალაქეების ფინანსური განათლების, ესე იგი, მათი კეთილდღეობისთვის სერიოზული ერთობლივი ნაბიჯებია გადასადგმელი და ეს პროცესი უნდა დავიწყოთ დაუყოვნებლივ“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კონფერენციის მონაწილეები ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიას გაეცნენ, რაც მიზნად ისახავს საქართველოში მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის ამაღლებას და რაც მათ  ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და მათი უფლებების ეფექტურად დაცვის წინაპირობა გახდება

„ფინანსურად განათლებულ ადამიანებს შეუძლიათ გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი ფულის სესხებასთან, დაზოგვასთან და სხვა საკვანძო ფინანსურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში მაშინ, როცა ფინანსური ცოდნის არქონას შეუძლია მომხმარებლებისთვის ისეთი არასახარბიელო შედეგები გამოიწვიოს, როგორიცაა: ზედმეტი დანახარჯები ტრანზაქციების საკომისიოზე, ჭარბვალიანობა, მაღალი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე და ა.შ. ეს ყველაფერი კი მოსახლეობის ფინანსური კეთილდღეობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. გარდა ამისა, ფინანსური გაუნათლებლობის პირობებში გაცილებით მაღალია მომხმარებელთა უფლებების დარღვევის რისკი. ამდენად, ფინანსური საკითხების ცოდნა, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უნარს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, აღნიშნულმა საკითხმა სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა როგორც მოსახლეობის ფინანსური კეთილდღეობის, ისე მათი უფლებების დაცვის თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ფინანსური სტრატეგიის შემუშავებაში საქართველოს ეროვნულ ბანკს კონსულტაციას საერთაშორისო ექსპერტები უწევდნენ. შონ მანდი, SBFIC-ის მიერ მოწვეული ფინანსური განათლებისა და ფინანსური მომსახურების რეგულირების სფეროს დამოუკიდებელი ბრიტანელი კონსულტანტი, აქტიურად იყო ჩართული ფინანსური სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ 2003-2007 წლებში მანდი უძღვებოდა დიდი ბრიტანეთის ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის შექმნისა და განხორციელების პროცესს, 2008 წლიდან კი ისეთ ორგანიზაციებს უწევს კონსულტაციას, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანული ასოციაცია (GIZ), გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი (SBFIC) და სხვ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები