ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის პროექტირება იწყება
28 ივლისი, 2016, 18:35
რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის პროექტირება იწყება

თბილისი (GBC) - რიკოთის უღელტეხილზე,  52 კილომეტრზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება.

„ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პროექტია. ასეთი სირთულის პროექტი ევროპაში დღეს არსად მიმდინარეობს“, - განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

გიორგი სეთურიძე ამბობს, რომ 4 ზოლიანი გზის პროექტირებისთვის მომდევნო 1 წლის განმავლობაში, 40 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. ალტერნატიულ მარშრუტად ხარაგაულის შემოვლითი გზა განიხილება.

მისი თქმით, ამჟამად უკვე აშენებულია 150 კილომეტრი ჩქაროსნული ავტობანი და კიდევ 100 კილომეტრის მშენებლობა მოხდება.

გიორგი სეთურიძის თქმით ავტობანს ექნება განშტოებებიც - ახალი გზები მივა ფოთსა და ანაკლიაში.

იგეგმება არაერთი სხვა მიმართულებით ახალი გზების მშენებლობაც,  მათ შორის აშენდება:  საირმე - აბასთუმნის დამაკავშირებელი მოკლე გზა, იმერეთიდან რაჭასთან დამაკავშირებელი გზა,  გოდერძის უღელტეხილზე გზა,  სვანეთის მიმართულებით  უმოკლესი გზა და ასევე ყაზბეგი - ხევსურეთი - თუშეთის დამაკავშირებილი გზა, რომელიც იქნება ევროპაში ყველაზე გრძელი, ექსტრემალაური გზა, სადაც მომავალში შესაძლებელი გახდება ტურისტული კლასტერების წარმოქმნა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები