ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
NDI: 50% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს
27 ივლისი, 2016, 10:55
NDI: 50% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს

თბილისი (GBC) - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა  (NDI)- ახალი  კვლევის  შედეგები გაასაჯაროვა.

კვლევის ეს ნაწილი ქვეყნის საგარეო კურსს, ეკონომიკასა და მასმედიას ეხება. 

ახორციელებს თუ არა ხელისუფლება მნიშვნელოვან ცვლილებებს- ამ კითხვაზე NDI-ს მიერ გამოკითხული რესპონდენტების დაახლოებით 40% მიიჩნევს, რომ მთავრობა აღნიშნულ ცვლილებებს ახორციელებს. კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს  50%-ს.  

ამავე გამოკითხვის თანახმად დგინდება, რომ მოსახლების 80% ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 300 აშშ დოლარზე ნაკლებია.

ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებად კი,  სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, ფასების ზრდა და პენსიები რჩება. 

რაც შეეხება დედაქალაქს, აქ მთავარი  მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილები, გარემოს დაბინძურება და გზებია.

ამასთან,  გამოკითხულთა მხოლოდ 17%-ის ცხოვრება გაუმჯობესადა 2012 წლის არჩევნების შემდეგ,  51% - იგივე მდგომარეობაშია, 32% - უარესადაა და 1% კი პასუხობს, რომ არ იცის.

აღსანიშნავია, რომ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები