| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველო დიდხანს ესიზმრება მათ, ვისაც ჰქონდა ბედნიერება იქ მოხვედრისა, - წერს რუსული Forbes-ი და აღნიშნავს, რომ დღეისათვის ეს ქვეყანა თანამედროვე მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი ცენტრი ხდება, რაც ორგანულად არის ჩაქსოვლი ათასწლოვან ტრადიციებთან.
გამოცემა იმ 5 ღონისძიებას ასახელებს, რის გამოც უნდა ესტუმროს უცხოელი საქართველოს.
პირველი Tbilisi Open Air 2016 -ია, რომელიც ლისის ტბაზე 29-31 ივლისს გაიმართება. უკვე ტრადიციული მუსიკალური ფესტივალი წელსაც არაერთ ცნობილ მუსიკალურ ჯგუფს უმასპინძლებს.
ხუთეულშია Black Sea Arena-ზე დაგეგმილი კრისტინა აგილერას კონცერტი, რითაც 30 ივლისს ახალი საკონცერტო დარბაზი ოფიციალურად გაიხსნება. Forbes-ი ამავე სივრცეში დაგეგმილ ვანესა მეისა და Scorpions-ის კონცერტებზეც აღნიშნავს.
კიდევ ერთი მიზეზი GEM Fest -ია - რომელსაც 10-14 აგვისტოს ანაკლია უმასპინძლებს.
რეკომენდებულია ბათუმის ქუჩის თეატრების ფესტივალიც (5-14 აგვისტო).
და ბოლოს რთველი - ყურძნის კრეფის დღესასწაული, რომელიც სექტემბრიდან ნოემბრამდე გრძელდება. Forbes-ი ყურძნის კრეფისა და მისი დაწურვის ტრადიციაზე წერს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი, რთველის შემდეგ მრავალფეროვან სუფრას უთმობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss