ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბილთმორ-თბილისი 31 ივლისს გრანდიოზული შოუთი გაიხსნება
24 ივლისი, 2016, 23:01
ბილთმორ-თბილისი 31 ივლისს გრანდიოზული შოუთი გაიხსნება

თბილისი (GBC) - თბილისში, უმაღლესი კლასის სასტუმროს "ბილთმორის" გახსნისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. 

ორგანიზატორთა ცნობით, 31 ივლისს, 21:30 საათზე, სასტუმროს გახსნას გრანდიოზული კონცერტი, 3D და  ლაზერ -შოუ მიეძღვნება. სპეციალურად ამ დღისთვის ქვეყანაში სტუმრებსაც  ელიან.  

უკვე მიმდინარეობს შენობის საგანგებო თეთრი სტიკერით დაფარვა, რათა  სამხრეთ კავკასიაში უპრეცედენტო ლაზერ შოუ და 3D შოუ გაიმართოს. 

კომპლექსი, რომელიც ე.წ იმელის შენობას და მის უკან 130 მეტრიან კოშკს აერთიანებს, არაბულ "დაბი ჯგუფს" ეკუთვნის. მის მშენებლობაში 140 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. 

იმელის შენობაში სასტუმრო ფუნქციონირებას მისი გასხვისებიდან 10 წლის შემდეგ იწყებს. 

შეგახსენებთ,  არაბულმა „დაბი ჯგუფმა" ობიექტის („იმელის" შენობა და მიმდებარე ტერიტორია) 80%-იანი წილი "კაპიტალ ვოსტოკისგან" 22 მლნ აშშ დოლარად 2008 წლის მარტში იყიდა. თავის მხრივ კი,  "კაპიტალ ვოსტოკმა" ეს  შენობა 2006 წელს, 15 მლნ აშშ დოლარად შეიძინა. 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები