| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – “იშვიათი სისულელე“ - „გირჩის“ ნოვატორულ ხედვას ოპონენტები № 1 რეფორმატორის კახა ბენდუქიძის ეპითეტით აფასებენ.
19-12+1 =7+1 მოდელის ამოქმედება უტოპიურად ეჩვენება "თავისუფალ დემოკრატებს". დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ „გირჩის“ მიგნებული მარტივი გამოსავალი თუ ხედვა, რომელიც პროგრამის ფორმატშიც არ ჯდება, ეკონომიკური თეორიებიდან ამონარიდი ფრაზებია, რაც არც ერთ ქვეყანაში არასდროს დანერგილა და 100% -იანი რისკის მატარებელია.
დამახინჯებული ვერსიაა ეკონომიკური განვითარების ბენდუქიძისეული მოდელისაც, რაც საინვესტიციო პოზიციის გაუმჯობესებას ეფუძნება და რომლის კომპონენტებია დაბალი გადასახადები და მცირე სახელმწიფო აპარატი, კერძო ბიზნესში მინიმალური ჩარევა, სამართლიანობა და ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნა.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ბიუჯეტს უნდა მოაკლდეს რამდენიმე მილიარდი მოგების, ქონების, მიწის და საშემოსავლო გადსახადების მოხსნის ხარჯზე და ამით უნდა წახალისდეს შეძლებული ფენა - გადამხდელთა კორპუსი და მათი კეთილდღეობა კი, პენსიონერთა კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
პირველივე წელს -2017-ში, ბიუჯეტის შემოსავალს 1,8 მლრდ უნდა დააკლდეს, შედეგად, 2013 წლის ბიუჯეტის მოცულობას მივიღებთ, თანმდევი რისკების გასანეიტრალებლად კი ვახტანგ მეგრელიშვილს 1 და მყარი არგუმენტი აქვს - 2013 წელს ქვეყანა ხომ არსებობდა!
ამასთან, 19 მინისტრს 12 აკლდება და უნდა დარჩეს 7 მინისტრი და 1 პრემიერი. და ეს არის "ქამრების მოჭერის" გირჩისეული ვერსია, ფაქტობრივად, წელში გადატეხვა.
მეგრელიშვილი „თავისი პენსია“ - მცნების წინააღმდეგიცაა , რადგან ამ ტიპის საკუთრება არ არსებობს. პენსიის გაზრდის ნაცვლად ჩნდება პენსიონერის ოჯახის წევრების შემწეობა და შეღავათები ამ ოჯახის კეთილდღეობისთვის. ასე რომ პენსიონერი განყენებულად არ განიხილება, ჩნდება ახალი ცივილური მიდგმა „პენსიონერის ოჯახი“. მარტოხელა პენსიონერის კატეგორია რჩება თუ არა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, არც ის მისი ოჯახი სამეზობლო იქნება თუ ადმინისტრაციული ერთეული.
„გირჩი“ასეთი შოკური თერაპიის მოდელის განხორციელებას არჩევნებში გამარჯვებულ ყველა პოლიტიკურ ძალას შესთავაზებს, ლიდერების თქმით გამარჯვების ალბათობა მცირეა.
ეს ე.წ იდელოგია ითვალისწინებს ქვეყანაში მყარ ვალუტას, თუმცა არა ეროვნულს, არამედ აშშ დოლარს, რამაც ინვესტორებისთვის სავალუტო რისკები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს.
შედეგად, ეკონომიკის ზრდის 2-ნიშნა ციფრს ელიან, 10-15%, თუმცა ეს ზრდა არ უნდა შეეხოს 7 მინისტრამდე შემცირებულ სახელმიწიფო აპარატს.
„გირჩს“თავის გენიალურ მიდგომების სიკეთეზე მოქალაქეების დარწმუნება უჭირს, რაც ასევე ეწინააღმდეგება ბენდუქიძის მთავარ შეგონებას, რომლის პირველი პუნქტი - ღია, გასაგები ტექსტით საუბარია და მიზანის სისწორეში თანამოქალაქეების დარწმუნება.
ასევე დამახინჯებულია შრომის კანონდებლობის ბენდუქიძისეული მოწყობის მოდელი.
ვახტანგ მეგრელიშვილი შრომას პროდუქტს უწოდებს - „შრომა ისეთივე პროდუქტია როგორც ვაშლი და კარტოფილი და ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსით დგება მისი ფასი“.
თუმცა, ბენდუქიძე შრომის ღირსებული პირობების შექმნის მომხრე იყო და კვალიფიციური მშრომელის შრომის დამფასებელი.
მეგრელიშვილს მავნებლობად მიაჩნია ოპონენტების ინიციატივა შრომის მინიმალური საფასურის დაწესებაზე (1 სთ - 3 ლარი) და თვლის, რომ თუ 20 თეთრად იყიდება უნდა გაიყიდოს. ამას კი მხოლოდ გაუნათლებელი დასასაქმებელი დათანხმდება. გაუნათლებლობა კი პირველი მტერია ცივილიზაციის, ამასაც გმობდა № 1 რეფორმატორი.
P.S რა საწყენია რომ ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან, ჯაფარიძის და მეგრლიშვილი დარწმუნებას ხომ მაინც შეძლებდა, ნოვაციის და "იშვიათი სისულელის" გამიჯვნაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss