ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კრის ბრაუნის გაუქმებული კონცერტის გამო ბილეთების თანხები უკან დაბრუნდება 
22 ივლისი, 2016, 12:21
კრის ბრაუნის გაუქმებული კონცერტის გამო ბილეთების თანხები უკან დაბრუნდება 

თბილისი (GBC) - 23 ივლისის კრის ბრაუნის გაუქმებული კონცერტის გამო, მყიდველები ბილეთების თანხას უკან მიიღებენ. 

TKT-ს ცნობით, ბილეთებზე თანხის დაბრუნება იწყება 27 ივლისიდან.

"ონლაინ შეძენილი ბილეთების დაბრუნება ხორციელდება შემდეგნაირად: თქვენი მეილი და ტელ. ნომერი, რომლითაც ბილეთები შეიძინეთ გამოგვიგზავნეთ support@tkt.ge -ზე, ტექნიკური ჯგუფი გადაამოწმებს ბილეთი გამოყენებული იყო თუ არა. ბილეთის ვალიდურობის შემთხვევაში 2-3 სამუშაო დღეში დაგიბრუნდებათ თანხა თქვენივე ანგარიშზე. 

ფიზიკურ სალაროებში ნაყიდი ბილეთების თანხის დასაბრუნებლად 27 ივლისიდან შეგიძლიათ მიაკითხოთ ფილარმონიისა და ბათუმში ჩვენს სალაროებს იმ პიროვნებამ, ვინც შეიძინა ბილეთები პირადობის დამადასტურებელი საბუთით, გადამოწმდება იყო თუ არა ბილეთი გამოყენებული კონცერტზე და შესაბამისად მოხდება თანხის ანაზღაურება", - აცხადებს კომპანია. 

შეგახსენებთ, 23 ივლისს, ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, ამერიკელი პოპვარსკვლავის ქრის ბრაუნის ნაცვლად კონცერტს ცნობილი ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი ბასტა რაიმსი გამართავს.

ქრის ბრაუნი ბათუმს თურქეთში მომხდარი უკანასკნელი მოვლენების გამო ვეღარ სტუმრობს.  

კომპანია "ისთერნ პრომოუშენსმა" მის ნაცვლად,  ერთ დღეში გააფორმა კონტრაქტი ამერიკელ რეპერთან ბასტა რაიმსთან, რომელიც მსმენელის წინაშე 23 ივლისს საათნახევრიანი პროგრამით წარდგება.

მას, ვინც ქრის ბრაუნის ბილეთი უკვე შეიძინა, შესაძლებლობა ექნება ბასტა რაიმსის კონცერტს დაესწროს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები